„მოხვალთ 30-ში და სათითაოდ დაგითვლით“ – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:

“წარმოუდგენლად უტიფარია ეს ჩვენი პროკურატურა. აი ის საქმე მე რომ ვიღაც ჟლობი ჩეპიონი “ვცემე” აეროპორტში, გირაო და პასპორტი რომ წამართვა მოსამართლე ბადრი შონიამ. ახლა რეკავს გამომძიებელი და იქნებ 30 იანვარს ჩანიშნული პროცესი გადავდოთო. რატომ? ბევრი საგამოძიებო მოქმედება დაგრჩათ? კამერები ამოიღეთ და საქმეში ჩადების ნაცვლად გაანადგურეთ.

გასაგებია ხომ?! ჩემი პასპორტი უნდოდა ივანიშვილს და ახლა აღარ გინდათ ამ სამარცხვინო საქმის გაგრძელება. მოხვალთ 30-ში და სათითაოდ დაგითვლით. ვნახოთ მოსამართლე როგორ ივაჟკაცებს.
პ.ს. აი მოიცადეთ, დაბრუნდეს შოთაძე და სამართლიანობაც აღდგება. მე ამის მჯერა” – გიგი უგულავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შენ ნამეტანი დიდი წარმოდგენა ხო არ გაქვს საკუთარ თავზე ?!

  2. ანონიმური

    შენ ვირის აბანო ხომ არ მოგენატრა შემთხვევით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.