მოსახლეობა ასახელებს შედეგს, რაც აწუხებს, მაგრამ უჭირს ამ შედეგების მიზეზთა იდენტიფიცირება – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“NDI-ის გამოკითხვაში მოსახლეობა ყველაზე მწვავე საკითხებად ასახელებს სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, ინფლაციას, ნაკლებ პრიორიტეტულ ადგილებს კი იკავებს კორუფცია, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება.

ეს ბუნებრივია. მოსახლეობა ასახელებს შედეგს, რაც აწუხებთ, მაგრამ უჭირთ ამ შედეგების მიზეზთა იდენტიფიცირება. მიზეზები კი სწორედ კორუფცია, უსამართლობა, დასავლური ინტეგრაციის ნორმატივების უგულებელყოფა და დემოკრატიის ზოგადი ხარისხია – ის, რაც არ აინტერესებთ.

სასტიკი შეცდომაა ამ მონაცემების ისე წაკითხვა, თითქოს პოლიტიკურმა კლასმა და აქტივიზმმა პოპულისტური ნარატივები უნდა გააძლიეროს და ამით უპასუხოს “საზოგადოებრივ დაკვეთას”. პირიქით, მათი ვალია მოსახლეობის პრობლემების მთავარი მიზეზების არტიკულაცია და ამ მიზეზშედეგობრიობის ახსნა მხარდამჭერებისთვის თუ ფართო საზოგადოებისთვის.

სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია, ტერიტორიული პრობლემები დაიძლევა კორუფციისა და სასამართლოს პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლებით, ინტეგრაციის გაღრმავებით და არა უშინაარსო პოპულიზმით, რომელიც ამ საკითხებს ისევ ყველაზე აქტუალურად დატოვებს, პრობლემების მთავარ მიზეზებს კი ადრესაციის გარეშე.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.