“მოსამართლე მზია თოდუას “ოცნებისთვის” 34 ათასი ლარი აქვს შეწირული”

ფლანგვის დეტექტორი, მორიგ მასალას აქვეყნებს:

მოსამართლე მზია თოდუა 2015 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

მისი პროფესიული საქმიანობა 2006 წლიდან უკავშირდება სს “ბანკ ქართუს”. 2006-2012 წლებში მზია თოდუა სს “ქართუ ჯგუფში” რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. იგი იყო იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, ასევე სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2012 წელს მზია თოდუა სს “ბანკი ქართუს” დირექტორატის წევრი იყო.

2012-2015 წლებში მზია თოდუა სს “ბანკ ქართუს” იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, სადაც 2014-2015 წლებში ანაზღაურების სახით 124,150 ლარი მიიღო.

მოსამართლე მზია თოდუა პარტია ქართული ოცნების შემომწირველია. 2012-2014 წლებში პოლიტიკურ გაერთიანებას ჯამში 34,000 ლარი შეწირა.

მოსამართლე მზია თოდუას საქმიანია ურთიერთობა აკავშირებდა ქართუ ბანკის თანამშრომლებთან. 2006 და 2013 წლებში მზია თოდუამ პარტნიორებთან დააფუძნა ორი ორგანიზაცია. ”სპს მზია თოდუა და კომპანია” და შპს “ეი ენდ ენ კონსალტინგი”.

სპს “მზია თოდუა და კომპანი-ის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ალა კახნიური, რომელიც სს “ქართუ ბანკის” იურისტია და მმართველი პარტიის აქტიური შემომწირველი.

2019 წლის მდგომარეობით ალა კახნიაურმა 75,000 ლარი შეწირა პარტია “ქართულ ოცნებას”.

ალა კახნიური კომპანია შპს “ეი ენდ ენ კონსალტინგ-ის”, დაფუძნებაშიც მონაწილეობს.

კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელია ნატო ხაინდრავა, რომელიც სს “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს და 2012 წლიდან დღემდე, ჯამში 312,600 ლარი აქვს შეწირული მმართველის პარტიისთვის.წყარო:

საქართველოს უზენაესი სასამართლო- მზია თოდუა: http://www.supremecourt.ge/structure/plenum/id/55

პარტიების შემოწირულებები: https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/2508

მზია თოდუას დეკლარაციები: https://declaration.gov.ge/

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ra lamazi beboa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.