მოსალოდნელია ინფიცირებულთა მატება, ალბათ, გვექნება ლეტალური შემთხვევებიც

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა:

„საქართველოში ახლო მომავალში მოსალოდნელია შემთხვევების მატება, შესაძლოა მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც საქართველო ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა და ამ სიტუაციაში გარდაუვალია შემთხვევების მატება. სამწუხაროდ, ალბათ გვექნება ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც, ვინაიდან, ამას ჯერჯერობით ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა.

ჩემი პროგნოზი ასეთია, რამდენადაც ამ სამთავრობო ვერტიკალის გამართულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა პრაქტიკულად მოგვეგო სამი-ოთხი კვირა სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთი-ორი საფეხურით საიმედო მდგომარეობა გვქონდეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებს აქვთ. ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს, თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, როგორც ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ისე ადამიანური მსხვერპლით კუთხით“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვიმედოვნოთ რომ არ იქენბა და არ გვექნება :(((

  2. ანონიმური

    წარმატებები თქვენ ხართ დღეს თელი ქვეყნის იმედი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.