“მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა!” – მამუკა მდინარაძის შეთავაზება ოპოზიციას

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ მანამდე თავი უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    გაყალბებული მათ სასარგებლოდ არის მათზე გაყიდულთაგან და რა ედაბატებათ?! აბა, ჯამში 42%-ს საიდან აიღებდნენ?! მეორე დღეს გამოსვლებსაც ზედ ეწერა ეს ამბავი რაოდენობაზე. და შედეგად პასუხი ხალხს ოცნებისგან აინტერესებს, საიდან აიღეს ამდენი პროცენტული მაჩვენებელი?!

    1. ანონიმური

      თავში ღორის ქონი გიდევს!

  2. ანონიმური

    ოე ყანააა, 42 კი არა 52%…. თვლა მაინც ისწავლეთ…

  3. ანონიმური

    მოგიტყან მათემატიკა ოცნებავ

  4. berkey

    What’s Taking place i am new to this, I stumbled upon this I have discovered It absolutely helpful and it has aided me out loads. I’m hoping to give a contribution & assist different customers like its helped me. Good job.|

  5. atmospheric water generator price

    I for all time emailed this web site post page to all my contacts, as if like to read it then my friends will too.|

  6. superbeets review

    Thank you for some other informative web site. Where else may I get that kind of information written in such an ideal method? I’ve a challenge that I am simply now working on, and I’ve been on the glance out for such information.|

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.