“მოვუწოდებთ მოსკოვს, გზაზე ნუ გადაგვეღობებიან“ – ერდოღანი პუტინს აფრთხილებს

ერდოღანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ არ ჩაერიოს იმ სამხედრო დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს თურქეთსა და ასადის ძალებს შორის ჩრდილოდასავლეთ სირიაში, იდლიბის რეგიონში. ამის შესახებ წერს AL ARABIYA.

„მე მინდა განსაკუთრებით ვუთხრა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ამ საკითხში ჩვენთან თანამოსაუბრენი არიან არა ისინი, არამედ სირიის რეჟიმი და მოვუწოდებთ მოსკოვს, გზაზე ნუ გადაგვეღობებიან“

რუსეთის ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა თქმით, თურქულ შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმა განხორციელდა იმის გამო, რომ სირიის რეჟიმმა ისინი არ გააფრთხილა მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ იდლიბში,- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო ტასი.

თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმა აღნიშნა, რომ მათი შეიარაღებული ძალები სირიის საჯარისო შენაერთებს განიხილავენ პოტენციურ სამიზნეებად თურქეთის სადამკვირვებლო ბლოკპოსტების ირგვლივ.

„ გვაქ მოლოდინი, რომ რუსეთი სირიის რეჟიმს არ დაიცავს, რადგან მათი სამხედროების მოახლოების შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ იქცევიან თავდასხმის ობიექტები ჩვენი მხრიდან“ ,- განაცხადა ომერ ჩელიკმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.