“მოგიყვებით რატომ ჩამოშორდა ბოკერია სააკაშვილს სინამდვილეში…”

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს.

ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი…

ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული?! ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში?

ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო!

ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე. ამ შემთხვევაში ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ფრთა. ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით.

მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მერე შევეციიიი მასეთ არჩევნებსაც მოყოლებული
    ხაბეიშვილ-გამსახურდია-კიტოვან-სიგუა-იოსელიან-შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილიან ქართველების
    განთავისუფლების მოწოდებით დაჩმორებისა და გათახსირების აქტს! უნამუსობის მთელი კასკადით
    ვინც მთავრობაში შეჯლიგინდა უმრავლესობა
    კაპიკის მომპარავს იჭერდა მილიონების წამღები!!!
    უსამართლობა დედას უტყნავს ყველაფერს!!!

  2. ანონიმური

    კონკრეტულად ილაპარაკე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.