“მოგვეცით განათლების საშუალება” – სტუდენტები პრემიერს მიმართავენ

“მიეცეთ განათლების საშუალება სტუდენტებს”- ამ სახელწოდებით გამოქვეყნებული პეტიციის ავტორები საქართველოს პრემიერს, პრემიერის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს მიმართავენ.

როგორც პეტიციის ავტორები გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პრემიერს  მოუწოდებენ, რომ საჭირო სამინისტროებთან, ორგანოებთან თანამშრომლობით, შეიმუშავონ მოლაპარაკებების ფორმატი, დაამყარონ კომუნიკაცია ყველა აკრედიტირებულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან და დაიწყონ პრობლემების მოგვარების გზების პოვნა.

“ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, საქართველოში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ა/წ 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დეკრეტის ანალოგია. პირველი “ლოქდაუნის“ დროს სტუდნეტები გავერთიანდით, შევიმუშავეთ პეტიცია, მოვაგროვეთ 5000 ხელმოწერა და მივმართეთ პრეზიდენტს თხოვნით ყოფილიყო მედიატორი სტუდენტებსა და საქართველოს მთავრობის მეთაურს შორის თუმცა უშედეგოდ. მივმართეთ ასევე განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს თხოვნით გადაევადებინათ ან გაენახევრებინათ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საუნივერსიტეტო წლიური სწავლების საფასური 2250 ლარი, რითაც შეგვიმსუბუქებდენენ ყოფას, სამინისტორებთან კომუნიკაციამაც ვერ გამოიღო შედეგი.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე. განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პეტიციის განხილვისას იქნეს გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:

1. სტუდენტებს სამსახური არ დაუკარგავთ მათი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, არამედ დამსაქმებლები იძულებულნი გახდნენ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე დაეთხოვნათ დასაქმებულები;
2. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სტუდენტები ვერ სარგებლობენ იმ საუნივერსიტეტო „ბენეფიტებით“, რისთვისაც იხდიან სწავლის საფასურს. სასწავლო გადასახადი არ არის მხოლოდ ლექტორების შრომის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, ეს არის ღირებულება, რითაც სტუდენტები აფასებენ უნივერსიტეტს, გარდა იმ მთავარი საგანმანათლებლო ბენეფიტებისა, რომლებსაც ის გვაწვდის. (უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და ა.შ.)
3. ზუმში ჩატარებული ლექციების ვერ ანაცვლებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ონლაინ პლატფორმა ზუმის საშუალებით ლექტორების მიერ ჩატარებული ლექციების დროს ვერ ხდება ლექტორების მუშაობის ხარისხის კონტროლი. ბევრი ლექტორი აცდენს ზუმის ლექციებს და შემდგომ არ ახდენს მათ აღდგენებს;  ასევე ლექტორთა ნაწილს წვდომა არ აქვს სალექციო კურსით გათვალისწინებულ ონლაინ ლიტერატურასთან. ონლაინ სწავლებაზე გადასვილის გამო აღმოჩნდა, რომ ბევრ სტუდენტს არ აქვს საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა ან ინტერნეტთან წვდომა რაც ხელს უშლის მათ საკუთარის თავის სრულყოფილ რეალიზებაში სასწავლო პროცესის განმავლობაში.

სახელმწიფომ შეზღუდვების დაწესების გამო ისევ აამოქმედა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა, რომელთა უმეტეს ნაწილს შეადგენენ სტუდენტები, დაკარგეს სამსახური მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში რაც სახელმწიფოს მიერვე განსაზღვრულ საარსებო მინიმუზე ნაკლებია. აღსანიშნავია რომ, მთავრობის მიერ გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარებით ბენეფიციარი ვერ უზრუნველყოფს ისეთი პროდუქციის შეძენას როგორიც არის: საკვები, მედიკამენტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ა.შ. განსხვავებით სხვა კერძო მოხელისგან სტუდენტებს დამატებით უწევთ სწავლის საფასურის გადახდა.

შესაბამისად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარებით ზედმეტია საუბარი სუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობაზე. თუ სახელმწიფო ისევ უგულვებელყოფს ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ შექმნის მოლაპარაკებების პლატფორმას უნივერსიტეტებისთვის, შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მეტი სტუდენტი გახდება იძულებული სტატუსი შეიჩეროს”-ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

მისი ავტორი მოქალაქე გიორგი კაციაშვილია და ამ დროისთვის პეტიციას ხელს 7981 პირი აწერს.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    amas male deendzreva

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.