„მკვლელმა კი დაურეკა ჩემს დას და უთხრა, ხომ გაგამწარეთ? შენი დისშვილი ეზოში აგდიაო” – 26 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე

რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა, 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე საკუთარ ეზოში მოკლეს. დღეს გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი გარდაცვლილი ბიჭის, დედა იყო, რომელმაც გადაცემაში შვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და ის მძიმე დღე გაიხსენა, როდესაც შვილი ეზოში მოუკლეს.

“ჩემს დას და მკვლელს ჰქონდათ ბიზნესი, პირველად ჩადეს სახლი, იმუშავეს. გადაიხადა ეს თანხა. მეორედაც გვთხოვეს სახლის ჩადება, ჩემი მეუღლე იმ დროს ისრაელში მიდიოდა, მინდობილობა და 6000 დოლარი მომცა, ეს თანხა მივეცი ჩემს დას. ჩემმა შვილმა არც იცოდა სახლი ჩადებული თუ იყო. ათული დილით მაღაზიაში წავიდა, პროდუქტები შეიძინა და ამის შემდეგ მომიკლეს საკუთარ ეზოში.

მკვლელმა კი დაურეკა ჩემს დას და უთხრა, ხომ გაგამწარეთ? შენი დისშვილი ეზოში აგდიაო” – ყვება მაია კალანდაძე.

ავთოს და დედამის სამი წელი ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ, რადგან დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა.

„3 წელი და 3 თვე შვილები ნანახი არ მყავდა, მარტი კომპიუტერით. ჩემი შვილი არაფრის გამო მომიკლეს“- ჰყვება გადაცემაში, გარდაცვლილი ბიჭის დედა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში დღის პირველ საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება ფულის გამო მოხდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ადამიანი მოკლა ამას არავითარი გამართლება არა აქვს ისიც უდანაშაულო სხვა ნათესავის შურის საძიებლად. მგონია ჩამდენი იმ ზომამდე გააგიჟეს რომ ეს ჩაიდინა,გასაკვირი ამ დროს არაფერია…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.