„ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს… მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები!“ – რა პოსტი მიუძღვნა ზუგდიდელმა მასწავლებელმა მე-12 კლასელებს

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს პოსტი მიუძღვნა. მასწავლებელი სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ასევე ჰყავს ფავორიტი მოსწავლეებიც, რომელსაც პოსტში სახელებით მოიხსენიებს, ხოლო მათგან განსხვავებით, ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება ზარავს.

“ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”, – წერს მასწავლებელი.

დაახლოებით ერთ საათში მასწავლებელმა პოსტი მას შემდეგ წაშალა, რაც პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნინი გოგინავას არაერთმა ადამიანმა დაურეკა. პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტში ორშაბათს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავად პედაგოგი ამბობს, რომ გული ჰქონდა დაწყვეტილი ერთ-ორ ბავშვზე.

”განაწყენებული ვიყავი, არ ვიმსახურებდი, ჩემი გულისტკივილი დავწერე. ყველამ იცის ჩემი განვლილი გზა და როგორი პედაგოგიც ვარ მე, ერთი სტატუსით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რის საფუძველზე დავწერე მე ეს სტატუსი. მე მთელი არსებით ვემსახურები სკოლას”, – თქვა პედაგოგმა.

Timer.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ია

    ზედ გეტყობა რა პედაგოგიც ბრძანებულხარ.ფავორიტები რომ გყოლია და დანარჩენები არაფერს წარმოადგენდენ შენთვის მიტომ არ მიგიღია მათგან სიყვარული და პატივისცემა.ფავორიტების ამბავიც გასაგებია, გავსებდნენ ალბათ საჩუქრებით თვითლუსტრაციაც ასეთი უნდა აფერუმ მასწავლებელო.

  2. დიახ, ბევრი მოსწავლე ამას იმსახურებს.

    დაწერა ის რასაც ფიქრობს, სიტყვის თავისუფლება მარტო ერთეულების ხვედრია?

    1. კოტე

      100% სიმართლეა გასაკვირი აქ არაფერია

    2. ანონიმური

      რომელი სიტყვის თავისუფლებაზე წერთ?! მასწავლებელს არ უნდა ჰყავდეს ფავორიტი მოსწავლეები (((( ის არ უნდა ახარისხებდეს მოსწავლეებს!

  3. Shorena

    Aseti pedagogebi rom yavs saqartvelos mitoa chveni qveynis saqme kargad .asetma maswavlebelma ra unda aswavlos bavshveb.?????

  4. (((

    არ ხარ შენ კარგი პედაგოგი, მსჯელობაზე გეტყობა.თუ ერთი ორი ბავშვი იყო , ვინც გაგაბრაზა, მითუმეტეს ამხელა ქალს არ გეკადრებათ ასეთი პოსტის დაწერა.გულღრძო ადამიანი ჩანხართ.ასეთ დროს, ყველა ულოცავს გზას ახალგაზრდებს!

  5. ანონიმური

    და სიტყვის თავისუფლებაა,გამოხატა თავის აზრი,დააშავა რამე?

  6. ანონიმური

    მაგას ვიღაც კარგი მაინც ჰყოლია , სკოლების უმრავლესობაში მხოლოდ ნაგავია.
    ბევრ რეგიონში ვარ ნამუშევარი პედაგოგად და ვიცნობ სიტუაციას. სიყალბე დაღუპავს ქვეყანას. ადამიანების 95% -ს სპირტის ფორმულა და ტრიგონომეტრია არასდროს
    დასჭირდება, საშუალო სკოლა ცოტამ უნდა დაამთავროს .

  7. სტალინი

    იებო და ენძელებო. . . რა . . .აააა. . .გაასაგებიააა. . . როგორ გაბედა . . .საკუთარი შვილები(აუ მას მაგარი მკიდიხარ დედაჩემის საყვარელს ვეტყვი და გავაგდებინებ შენ თავს სკოლიდან)გაგახსენდათ. . .ხო . . .ნუ. . .რა. . .აი . . შენ კიდე მასწავლებელო ,თუ მპოსტავო შენ უფრო დიდი ნაძირალა ხარ. იმუტომ კი არა ,რომ დაწერე ის ,რაც დაწერე. . .არა ბატონო. . .რომ წაშალე მიტომ ხარ ყველაზე დიდი ნაძირალა და ვითომ პედაგოგი. . .მიმიფურთხებია შენთვის. . .დანარჩენმა დედიკოებმა კი თქვენს ე.წ. . .კაიბიჭ(იგულისხმე ჩამშვები)შვილებს მიხედეთ. . .

  8. ანონიმური

    რა დააშავა? სიმართლე რომ თქვა?

  9. იზა ბელა ბებო

    ფავორიტები ზუგდიდის ,I-ელ საშუალო სკოლაში ყოველთვის ყავდათ მასწავლებლებს კომუნისტების დროს კი…საერთოდ ფავორიტები იყვნენრაიკომში მომუშავე ხალხის შვილები,მაღაზიების გამგეების შვილები ექიმების შვილები და ფულიანი ხალხის შვილები ეს აშკარად იგრძნობოდა..ის გულის წყვეტა დღევანდლამდე მომყვება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.