“მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ – ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებსო” – ნიკა რაჭველის ემოციური წერილი

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა, თუმცა ორივესთვის პირველი და უკანასკნელი ქორწინება იყო.

სუფრა რაჭაში გაუშლიათ და მიუხედავად სენტიმენტალური განწყობისა მაგრადაც მოულხენიათ, ბოლოს ვიღაც ამბროლაურელ ყმაწვილს ჩემს დეიდაშვილზე დაუდგავს თვალი, რაც მამაჩემს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან თოფი გამოუტანია, შესაშინებელ გასროლას აურზაური მოყოლია და სტუმრებიც ნელნელა დაშლილან.

დედა თბილისელი იყო, მამა რაჭის მკვიდრი. ქალაქელობა დედამ ვერ დათმო, მამამ კი რაჭა. ამიტომ ქვეყნიერებას მე რომ მოვევლინე თბილისში დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ვაჟა-ფშაველას მე4 კვარტალში, ე.წ. ხრუშჩოვკის ერთ ოთახიან ბინაში, ცხადია არც პიანინო გვქონდა და რომც გვქონოდა ვერსად დავატევდით.

ზაფხულობით კი მამა რაჭაში გვმასპინძლობდა მამიდასთან ერთად, ყოველი ზაფხული დაუვიწყარი იყო, თუნდაც იმით, რომ მშობლებს ერთად ვხედავდი. ზამთარშიც მახარებდა მათი ერთობა, მამა თბილისში ჩამოდიოდა და რაჭული ლორი ჩამოქონდა მამიდის გამოტანებულ ლობიანებთან ერთად.

იქიდან დღემდე მართლაც ბევრი რამ მოხდა. ცუდი ის არის, რომ არც ერთი არ მყავს.

მამა 1993 წელს გარდაიცვალა უცაბედი ინსულტით, მე 13 წლის ვიყავი, მანამდე დეიდა გამოგვაკლდა ასევე მოულოდნელი ინფარქტით და დედაჩემი ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საწოლს მიაჯაჭვა, შვილმკვდარი ბებიის ყოველდღიური გოდება კი ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივი გახდა.

13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და რამოდენიმე კაფე-ბარში მოვეწყვე საღამოობით ფორტეპიანოზე დასაკრავად. შეძლებული კლასელების მშობლებთან კი ძალიან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს ან რესტორნებს სტუმრობდნენ, სადაც მე ვმუშაობდი.

დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ვყიდულობდი “კერასინკისთვის” და ფეხით მივეშურებოდი სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია მელოდებოდნენ.

მერე იყო ჩემი პირველი გასტროლი გერმანიაში, მერე მეორე, ამასობაში დედამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა, თუმცა სამსახურს ვეღარ დაუბრუნდა, გეოლოგი იყო, უფროსწორედ ჰიდრო-გეოლოგი, მცირე ჰესებს აპროექტებდა, 90-იან წლებში კი მსგავსი ინდუსტრია სრულებით შეწყდა და ჩვენი ოჯახი ახლობლების დახმარებით და ჩემი მუშაობით მოპოვებული სახსრებით აგრძელებდა არსებობას.

არსებობა სწორი ტერმინია, თუმცა სასიხარულოც ბევრი ხდებოდა, რაც მუსიკაში ჩემს მიღწევებს დაუკავშირდა, ცხადია თავიდან ბოლომდე მისი ძალისხმევით და თან გადაყოლით. გარდა იმისა, რომ ყველა გაკვეთილზე დამყვებოდა შუალედებში მეჯდა და მეტრონომის ნაცვლად რიტმში მასმევინებდა ტექნიკურად რთულ ადგილებს. სმენით თავად შესანიშნავად უკრავდა, როგორც ჩანს დავემსგავსე, სიმღერით კი მჯობნიდა, ჩემს ოჯახში ორივე მხრიდან ყველანი ძალიან კარგად მღეროდნენ, ალბათ ამიტომ შემიყვარდა ქართული სიმღერა, გემოვნებიანი, ნაღდი…

როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე და დათო საყვარელიძესთან ერთად პირველი ოპერა დავდგი დედა სიამაყისგან დაფრინავდა. ჯანსუღ და ვანდა კახიძეებთან სიყრმიდან მეგობრობდა და მათი შეფასებით და დიდი მაესტროს ჩემდამი განწყობით სიგიჟემდე ხარობდა. თავგამოდებით ზრუნავდა, რომ ყველა ჩემი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი გაკეთებულიყო და თუ კი უცებ ინსტრუმენტს მივუჯდებოდი მას მუდამ გამზადებული ქონდა მაგნიტოფონი, რისი საშუალებითაც ცარიელ კასეტებზე ჩუმად იწერდა ჩემს იმპროვიზაციებს, მერე მასმენინებდა და კარგი ეპიზოდების სანოტო ფურცელზე გადატანას მაიძულებდა.

ასე შევინარჩუნე ძალიან ბევრი მელოდია, რაც ახლაც კი გამომდგომია! სკოლაში ყველას ჩემი ბებია ეგონა, ვინაიდან სხვებთან შედარებით ჩვენს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ამას განიცდიდა. ძალიან მწვავედ განიცდიდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ნაადრევად გამომაკლდებოდა.

ვენაში რომ მივდიოდი სასწავლებლად რკინის ქალამნები ჩაიცვა, რათა იქ ცხოვრების და ბინის დაქირავების ფული მოეპოვებინა ჩემთვის. იმ დროინდელ ბიზნესმენებთან ეწერებოდა შესახვედრად, მაგრამ სამდივნოების ზღვარი ვერც ერთხელ გადალახა. იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს.

ერთი წარუმატებელი შეხვედრიდან გამოსული ატირდებოდა, მერე ცრემლს მოიწმენდდა და მომდევნო ორგანიზაციისკენ მიემართებოდა ახალი იმედით. მაშინ პირველი, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო.

ასე მიშოვნა პირველადი წყარო ავსტრიაში დაფუძნებისთვის. ერთმანეთს წერილებს ვწერდით. გამიმართლა, რომ იმ დროს ვაიბერი ან ფეისბუქი არ იყო, რადგან დღეს სათუთად ვინახავ მის ხელნაწერებს. წერილებით ურთიერთობას ჩემთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა, რადგან მუდამ მოგზაურობაში მყოფს რომ არ დავიწყებოდა სათქმელი ბარათებად აქცევდა და რომ ვბრუნდებოდი საწერ მაგიდაზე მახვედრებდა. ან ისეთ რამეს მომწერდა ხოლმე, რისი თქმაც იცოდა, რომ გამაბრაზებდა და ყურს არ დავუგდებდი. განსაკუთრებით ეს დაოჯახების თემას ეხებოდა ხოლმე…

როდესაც სიკვდილის წინ ცოტათი მომჯობინდა კლინიკაში მყოფს მედ-დისთვის უთქვავს:

“უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებს მუსიკის უკიდეგანო სამყაროშიო…”

არ ვიცი რამდენად უფრო ლაღად გავშალე ფრთები, მაგრამ მე მჯერა, რომ შემიძლია ფრენა, რადგან მყავდა ასეთი თავგანწირული დედა – ლამარა ისაკაძე, რომლის დაბადების დღე დადგა დღეს 15 ივლისს.

ყველას გისურვებთ მშობლების დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას, ხოლო ჩემსავით ობლებს მათი სულების სიამაყეს თქვენი მიღწევებით!”

  •  
  •  

კომენტარი

    1. ანონიმური

      ,….. არ გიცნობდით, უზომოდ დიდ პატივს გცემთ დღეიდან,..ჩემთვის ეს ისტორია, ძალიან მტკივნეული და სათუთია, აქვს ამას მიზეზი,…!!

  1. ანონიმური

    admiani gavrs ro sheicvlis is araraoba xdeba magram dzaan dzlieri xar shen saqmeshi vagiarep cota kacuri elementebic ro sheitano shen cxovrebashi kai iqneba pidarasts gavxar

    1. Qwert

      Shen ras gavxar patara kvercxunas? :))

      1. ანონიმური

        kvazimudos

      2. ანონიმური

        shen sosiss?

    2. ანონიმური

      ხელოვანი კაცია და ფსევდონიმი აიღო. ეს ერთი. მეორეც, რა ქნას ახლა , მაინცდამაინც ალენ დელონს, ჯასტინ ბიბერს ან შვარცენეგერს რო არ გავს და მესამეც, ან კითხვა არ იცით, ან წაკითხულის გააზრება , ან არც ერთი, თორემ ასეთ ბოდიალს მინიმუმ ინტელექტი დაგიშლიდათ, რომ არა ზრდილობა და ადამიანობა.

      1. ანონიმური

        👏👏👏👏

    3. ბიძინა ივან

      რა ძაან გაკლია ეს ღრუზინული ჩამოირეცხე კაცუნ!

      1. ინგა

        ნათელი თქვენი დიდებული დედიკოს სულს. ღმერთმა რამხელა სიკეთე უბოძა, გამორჩეული დედის სტატუსი! გაზარდა კარგი შვილი- ერის სიმდიდრე! თქვენ გაიხარეთ!❤

  2. ანონიმური

    ძალიან საყვარელი ხარ,გარდა იმისა,რომ მაგარი მუსიკოსი ხარ,ბრწყინვალე პიროვნებაც ხარ,თუნდაც მშობლების ასეთი მოგონებისთვის.❤👍🤩

    1. ანონიმური

      შეუძლებელია ადამიანს თქვენს მიმართ პატივისცემა არ ჰქონდეს თქვენი თავდაუზოგავი შემოქმედებითი ცხოვრების, ადამიანური თვისებების თუ კარგი შვილობის გამო. წარმატებებს გისურვებთ!ყოველთვის მაღალი დონისაა თქვენი კონცერტები.

  3. მზია

    ზოგი ამ მწვერვალზე რომ ავიდოდა, წარსული გაჭირვების გახსენების სურვილი აღარ ექნებოდა. ბრწყინვალე ხარ ყოველმხრივ,

  4. ანონიმური

    ❤ametira

  5. ანონიმური

    nacirooa mainc mogcont?

    1. ანონიმური

      მიაყენე.შე მონა

  6. kato

    ნიკა, ღმერთმა გაგაძლიეროს კარგო ადამიანო. გილოცავ დედიკოს დაბადების დღეს, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს!

  7. ანონიმური

    ძალიან ლამაზი და ამაღლებული სულის ყოფილხარ ნიკა. მუდამ ნათელში იყოს შენი საყვარელი დედიკოს სული.

  8. ანონიმური

    საოცარი დედის საოცრება შვილი!!! ის ყოველთვის იამაყებდა შენით ასეთი დიდი და სპეტაკი სიყვარულისთვის!!!! წარმატებები!!!

  9. ანონიმური

    გაანათლოს ქალბატონის სული…

  10. ნელი ჩახაია ნაჭყებია

    საამაყო ქართველი დედის საამაყო შვილი .ნათეელში ქალბატონ ლამარას სული. თქვენ ნიკოლოზ აუცილებლად უნდა დატოვოთ თქვენი მემკვიდრე……გამორჩეულო ადამიანო…

  11. ნატო წიქარიშვილი

    უნიჭიერესი და შესანიშნავი ადამიანი ხართ ბატონო ნიკა, მეამაყება ქართველებს ასე რომ გაგვიმართლა!
    ფესვებიც შესანიშნავი გექნებოდათ, რადგან ასეთი ვერ აღმოცენდებოდით! ისე დედა მართალი იყო მეც ძალიან მინდა დაოჯახდეთ და ნიჭიერი შთამომავლობა დაუტოვოთ საქართველოს!
    გილოცავთ დედის დაბადების დღეს, უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული! თქვენ კი წარმატებები,სიხარული,სიყვარული და უფლისწყალობა არ მოგკლებოდეთ მრავალი წლის განმავლობაში!

  12. ანონიმური

    ყველა ანენდენოლი არ იქნება,ისეთი წერილია ამეტირა,დიდსულევნობა და კეთილსინდისიორობა ყველაფერს ჯობია,მაღალი ალვის ხეცკია.კარგი ბიჭი ხარ მშობლებს რომ აფასებ.

  13. ანონიმური

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ლამარა.არაჩველებრივი შვილი და საქართველოს სიამაყე აღზარდა…….ბატონო ნიკოლოზ გისურვეთ სულ წარმატებით გევლოთ.უფლის წყალობით დაოჯახდით, აუცილებლად უნდა გყავდეთ მემკვიდრე.მემაყება რომ ქართველი ხართ….ღ მ ე რ თ ი გ ფ ა რ ა ვ დ ე თ !!!!!

  14. ირინა

    კეთილშობილი,უნიჭიერესი,ღვთისნიერი ადამიანი ხარ,დალოცვილი იყავი უფლისგან,შენი დედიკოს ხსოვნა იყოს,როგორ გაუმართლა რომ შენნაირი შვილი ყავს.საქართველოს სიამაყე ხარ.

    1. ანონიმური

      👍

  15. ანონიმური

    ბატონო ნიკა! მე გიხტით მადლობას თქვენი მშობლების ასეთი გულწრფელი და მგზნებარე მოგონებისთვის.ეს არის
    ჩვენი მომავალი თაობისთვის მშობელბთან ურთიერთობის და მშობლისადმი სიყვარულის მაგალითი. მრავალჟამიერ თქვენ. ნათელი თქვენს მშობლებს. ამინ!

  16. თენგო

    ნიკოლოზ რაჭველი არის ჭეშმარიტი ქართველი, ერის საამაყო შვილი და ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი. მისმა მოგონებამ ცრემლი მომგვარა… კაცმა შეირჩია ფსევდონიმი თავისი წარმოშობის მიხედვით, რაჭიდანაა და შესაბამისადაც გააკეთა, ხელოვანი ხალხისთვის და ჩვენთვისაც ეს მისაღებია, მაგრამ ამდენ სირს რა ეშველება, აქ რომ ვითომ კრიტიკოსობენ და ინტრიგნობენ?

  17. ###

    ღირსეული და ნიჭიერი ხელოვანი ბრძანდებით, გისურვებთ წარმატებებს და თქვენს მშობლებს ცათა სასუფეველს

  18. ანონიმური

    ნიჭიერი ლამაზი სულის ადამიანი და კარგი შვილი ხართ, უაღრესად დიდ პატივს გცემთ, გაიხარეთ და გამრავლდით, მშობლების ასე თბილად გახსენებისთვის მადლობა,უფალმა დაგლოცოთ💗

  19. ანონიმური

    გამრავლდით და
    გაიხარეთ,არაჩვეულებრივი და საამაყო ქა
    რთველი ხართ.
    თქვენი კარგი მშობლები ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

  20. ანონიმური

    gilosav dedis iubiles nateli da santeli mis suls kargi adamiani xar warmatebebi cxovrebashi

  21. ანონიმური

    🙏🙏🙏❣❣❣

  22. ლიკა

    ვირტუოზი, რომ იყავი ვხედავდი, ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული გემოვნების. გულჩვილი და მოსიყვარულე შვილიც ყოფილხარ. ჩვენ,,ქართველები,ვამაყობთ ნიკა რაჭველით.

  23. ანონიმური

    ნიკა,გენაცვალე დიდხანს იცოცხლე ჯამრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ,კარგი ადამიანი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ ,გაიხარე და გამრავლდი ძვირფასო!

  24. ნუგზარი გაგუა

    ნამდვილი კეთილი სულ ის ადამიანი ბრძანდებით მე ვამაყობ თქვენით. ნათელში იყოს მშობლების სული. ბატონებო ნუ ხართ ასეთი გულის სულწაწყმედილები,

  25. იზო ბებო

    მრავალჟამიერ ასეთი შვილები საქართველოში .დაგვიანება დაოჯახების ჯიშში გქონია შვილო .ისე გვიან არასოდეს არარის. ამისთვის ყველაფერი გიწყობს ხელს.

  26. shorena

    zalian miyvarxr da asjer metad gafaseb am warilis shemdeg. megona,rarac sxvas wavikitxavdi satauridan gamomdinare. rmertma janmrteloba da zala moqces win kidev ramxela brzola gaqvs ……. rmertma daglocis msoflio ganzi xar….

  27. ტოტიკა

    არ გააცოცხლა თავის მშობლები ასეთი მოგონებით?! ყოჩაღ ლამაზო ადამიანო! თქვენი მშობლები ცოცხლები არიან ვიდრე შენ მათ ასე ლამაზად მოიგონებ! მხოლოდ ერთს გთხოვ როგორც დედა, დედაშენის მაგივრად, გამრავლდი და გაამრავლე შენისთანა ადამიანები, რომელიც ასე აკლია საქართველოს! ცრემლებს ვერ ვიკავებ, გაიხარე!!!

  28. ანონიმური

    კარგია რომ კარგი კომენტარები უმეტესია

  29. ანონიმური

    Gviyvarxart da gafasebt.❤❤❤ yfalma nateli daumkvidros tqvens mshoblebs. Dedis iubiles gilocavt.

  30. ანონიმური

    გილოცავ დედის დაბადების დღეს ნათელი მის სულს .შენ კი დიდი წარმატებები ღირსეული ადამიანი ყოფილხარ ,
    ბოღმიანების კომენტარებს კი ალბათ უკვე მიჩვეული ხარ და არ გეწყინება ბრალი მათი

  31. NINO

    saqartvelos saamako persona – nikoloz rachveli.

  32. ანონიმური

    გაიხარე ნიკოლოზ ასეთი ლამაზი და საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიისთვის უფალმა ხელი მოგიმართოდ ჭკვიანი და დასაფასებელი ადამიანი ყოფილხართ 🍷🍷🍷🥂🥂🥂

  33. გიორგი იაგორაშვილი

    გაიხარე ნიკოლოზ ასეთი ლამაზი და საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიისთვის უფალმა ხელი მოგიმართოდ ჭკვიანი და დასაფასებელი ადამიანი ყოფილხართ 🍷🍷🍷🥂🥂🥂

  34. ემიგრანტი

    უფალი იყოს შენი მფარველი ნიკა. მაგარი ხარ

  35. ანონიმური

    ამეტირა,ნათელი თქვენი მშობლების სულს, თქვენ კი ღირსეული შვილუ ხართ….

  36. მანანა

    მადლობა ნიკას რომ ასეთი კარგი შვილი ხარ გვიყვარხარ და გვეამაყები ასეთი წესიერი კაცი ღმერთმა დაგლოცოს გისურვებთ წარმატებებს გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ

  37. !!!

    ნიკა, გულსატკენია, რომ დეიდის და მისი ოჯახის დიდ თანადგომას ივიწყებ.

  38. ნატო

    უფალმა ჯანმრთელად გამყოფათ, თქვენი სახელით,დიდებით, პატიოსნებით, ქართველობით იამაყებდნენ თქვენი მშობლები… უამრავი წარმატება გქონოდეთ…. მალე დაოჯახება👍

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.