“მ@@@@@ის ჭამა არასდროსაა სასარგებლო – ნამუსს არ შეგინახავთ” – რას ჰყვება დავით ზურაბიშვილი?

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

„რამდენიმე ადგილას სხვადასხვა, ჩემთვის პატივსაცემი და კარგი ადამიანებისგან შემხვდა დაახლოებით ასეთი ტიპის დამუნათება: რა დროს ოპოზიციის კრიტიკაა, როცა ბიძინა გვაზის თავზე?

მინდა ვთქვა, რომ ეს მიდგომა ფრიად მეცნო, რადგან:

ა) თავის დროზე, კიტოვანი რომ თავისი გვარდიით რკონში გავარდა, ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ ვიფიქრე, რა დროს მაგათი კრიტიკაა, როცა ზვიადი ოპოზიციას დევნის-მეთქი და გავუჩუმდი. პრინციპში, მაშინ არც არაფერი მეკითხებოდა, არც პოლიტიკოსი ვიყავი, არც არაფრის ექსპერტი, არც ცნობადი სახე და არც ინფლუენსერი, მაგრამ მაინც.

ბ) მოქალაქეთა კავშირის ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფად წოდებული ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი რომ ბევრ ცუდ რაღაცას არ თაკილობდა (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ასევე ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ამაზეც ვდუმდი, რადგან ესენი ჩამყაყებულ საბჭოთა ნომენკლატურას მაინც ჯობიან, ბოლო-ბოლო პროდასავლელები და პროგრესის მომხრეები არიან და უკეთესი არც ხელისუფლებაში ჩანს და არც ოპოზიციაში-მეთქი, ვფიქრობდი.

გ) როცა სააკაშვილის ხელისუფლებას მავანნი და მავანნი პროფაშისტური, ნაციონალისტური თუ უბრალოდ იდიოტური პოზიციებიდან უპირისპირდებოდნენ, ძალიან კი მეშლებოდა ნერვები, მაგრამ კვლავ ვდუმდი, რადგან ვფიქრობდი, რა დროს ამათი კრიტიკაა, როცა მიშა ყველას ერთად გვტირობს ცალკე დედას, ცალკე მამას და ზოგჯერ ერთობლივად დედ-მამას მეთქი.

ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ძალიანაც მივქარე როგორც პირველ, ისე მეორე და მესამე შემთხვევაში, რადგან ყველაფერი რაზედაც კი გავუჩუმდი თავის დროზე ოპოზიციაში მყოფებს, მერე ხელისუფლებაში მოსულებმა სულ ათმაგად მირტყეს თავში და თვითონაც ზედ გადაიმხეს.

ასე, რომ თუ ვინმე ოპოზიციაში ნაჭამს იმით ალაითებს, რომ ეს ახლა სჭირდება, თორემ ხელისუფლებაში რომ მოვა, აღარ იზამსო, ძალიან ცდება. იზამს კი არა, ათ იმდენს იზამს! ამას ადასტურებს ბოლო ოცდაათწლიანი პოლიტიკური პრაქტიკა, გამონაკლისის გარეშე.

ამიტომაც, ბოდიში კი მომითხოვია, მაგრამ აწი, ხანდაზმულ ასაკშიც რომ ვარ და თან აქტიური პოლიტიკიდანაც წასული, ჩემი გადმოსახედიდან, თუ ვინმე ოპოზიციაში რამე სისულელეს იტყვის ან რამე არასწორს ჩაიდენს, არავის ნამუსს არ შევუნახავ და სწორედ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა მინდა ნორმალური ოპოზიციური კოალიციით.

„ახლა ამის დრო არაა” და „არიქა ბიძინა არ გავახაროთ” ტიპის დამუნათებებს არ მივიღებ და პასუხად ყოველთვის ვიტყვი, რომ მ*****ის ჭამა არასდროს არ არის ორგანიზმისთვის სასარგებლო.”

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    შე სირო ოცნება რომ ჭამდა და იქ იყავით მაშინ სასარგებლო იყო ალბათ შენთვისაც ?

  2. ანონიმური

    Rato landzgavt saakashvils da mis xrovas bidzina da misi gundii rom jobia ver atyobt tu argindat shetyoba.

    1. ანონიმური

      riti jobia? ukve vegar vatkop

  3. ანონიმური

    ხალხის ცხოვრების დონე .ქვეყნის განვითარება.კრიმინალის დონე და ვალუტის კურსი განსაზღვრავს ვინ ვის ჯობია

    1. ანონიმური

      ამ განსაზღვრებით გამოდის ბრეჟნევის დროინდელი საბჭოთა საქართველოს მთავრობა ჯობდა ყველას.🤔

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.