“მისიგნალებდა და მწყევლიდა, ბოდიში რომ ძალიან განერვიულეთ…” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:

“კეკელიძე-ფალიაშვილის ზებრაზე მომიწია ფეხით გადასვლა მე უბედურს (თან წითელ ზებრაზე, რომელიც ცალსახად უნდა დაუთმო ფეხით მოსიარულეს).

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ მანქანას, რომელიც მისიგნალებდა და მწყევლიდა კაციან-ქალიანა (ერთი მანქანიდან ბავშვიც მიბღვერდა).

ბოდიში რომ კინაღამ გამიტანეთ, ძალიან განერვიულდით და მლანძღეთ. უბრალოდ არავინ არ მატარებდა და ბოლოს ასე მომიწია გადასვლა, ხელების ქნევით.

ბოდიში რომ ფეხით დავდივარ (აბა ვაკეში მანქანით ჩემმა მტერმა იარა). ბოდიში, რომ ზებრაზე გადავდივარ.

და ბოდიში რომ საერთოდ ვარსებობ”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    რუსეთი რა მოსატანია, მაგრამ, იმ გაუბედურებულ რუსეთშიც ((მომიწია შარშან წასვლა, და გაკვირვებული დავრჩი. როგორც კი მივუახლოვდებოდი გადასასვლელ ზებრას, ორივე მხარეს მანქანები გაქვავდებოდნენ. ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა ვერასდროს, იმიტომ რომ შეუგნებელი და ველური ერი ვართ. ურა პატრიოტიზმში… კი ბატონო, ვინ გაგვისწრებს.

    1. ნათი

      100% სიმართლე

    2. ანონიმური

      ჯარიმები უნდა იყოს და ისწავლიან მერე ჭკუას.

  2. ***

    ძლიერნი ლანძღვა გინება ცემა_ტყეპაში.აბა შეგვედაროს ვინმე😁.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.