მირჩევნია კორონა შემხვდეს, ვიდრე შიმშილით მოვკვდე, ლუკმაც გამოგვაცალეს პირიდან – გარემოვაჭრეები

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და ეს მოხსნა არ ეხება ბაზრობებს, უამრავი გარემოვაჭრემ შემოსავლის მიღების იმედი ამ საახალწლოდ საბოლოოდ დაკარგა.

საინფორმაციო სააგენტო ჰოთნიუსმა გორის ბაზრობის ერთ-ერთი გარემოვაჭრე ჩაწერა:

“ბაზრობაზე თითქმის 18 წელია, ვმუშაობ და ეს ჩემთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. რაც კოვიდპანდემია დაიწყო, თითქოს ყველას დავავიწყდით, არავინ კითხულობს, რას ვჭამთ, როგორ ვარსებობთ. თვის ბოლოს დიდი სიხარულით ველოდები მეც და ჩემთან ერთად მომუშავე სხვა ქალებიც, გვეგონა, მთავრობა მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ შევძლებდით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას. თუ დიდი სავაჭრო ცენტრები მოახერხებ კონტროლს, რიგების და დისტანციის დაცვას, ჩვენ რატომ ვერ მოვახერხებთ, სულ პირბადით ვიყავით ყველა, დაიწყო თუ არა კოვიდის პირველი შემთხვევები და სულ ხელების დამუშავებაში ვიყავით. ცოტა ჩვენზეც იფიქრონ, საზოგადოების იმ ფენაზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, შია და სცივა. სულ რას ვყიდიდით, რომ ის ლუკმაც გამოგვაცალეს პირიდან.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, ერთი კვირა მაინც დაგვრთოს იმის უფლება, რომ ეს საქონელი გავყიდოთ და ცოტა ამოვისუნთქოთ. მირჩევნია ისევ კორონა შემხვდეს, ვიდრე ასე შიმშილით მოვკვდე. აქ მარტო მე არ ვარ ასე, ძალიან ბევრი ჩემნაირია”

წყარო: hotnews.ge

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.