მინსკში აქცია ისეთივე ტყვიებით დაშალეს, რითაც თბილისში ახალგაზრდებს თვალები დათხარეს

ბელორუსში, ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებზე იმავე რეზინისა და პლასტმასის ტყვიები გამოიყენეს, რომლებითაც საქართველოში სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმის მიერ იქნა დარბეული.

მინსკში სამართალდამცავთა მიერ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ნასროლი ტყვიების ფოტოები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, სწორედ ზემოხსენებული ტყვიების გამოყენებით იქნა ათეულობით ადამიანი მძიმედ დაჭრილი და დაშავებული აქციების განმავლობაში.

ნარინჯისფერ ტყვიებს ძალზე მძიმე დაზიანების მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში თავში ახლო მანძილიდან ნასროლმა ტყვიამ შესაძლოა, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

სწორედ ანალოგიური ნარინჯისფერი, რაკეტის ფორმის ტყვიების გამოყენების შედეგად „გავრილოვის ღამეს“ ნასროლმა ტყვიებმა საქართველოში ორ ადამიანს თვალი დააკარგინა, ხოლო ათეულობით დემონსტრანტს კი სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიაყენა.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ასეა. ბელარუსის და საქართველოს ბოზი ხელისუფლებები ერთი ცენტრიდან იღებენ დირექტივებს. შესაბამისად, ქმედებებიც და საშუალებებიც ერთნაირი აქვთ.

    1. დონ გიო

      მიშა საიდან იღებდა დირექტივებს? 26 მაისს და 7 ნოემბერს ვარდებს გვესროდა? და ვარდებისაგან მოკლულებს მაღაზიის თავზე აწყობდა? მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე რატომ საუბრობთ? იქნებ საერთოდ ძალადობის წინააღმდეგ გვქონდეს პრეტენზია?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.