მინისტრის მოადგილე, რომელიც “თვითიზოლაციაშია” თავისუფლად გადაადგილდება!

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვაჟს კორონავირუსი დაუდგინდა და იგი თბილისიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს და იქ მოათავსეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში პარასკევს დეზინფექცია ჩაატარეს, კადრებიც იყო გავრცელებული, სადაც ჩანდა, რომ დეზინფექციის ჩატარებისას შენობაში იმყოფებიან პირები პირბადეების გარეშე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე – რა თქმა უნდა კარანტინში უნდა იყოს, მაგრამ როგორც თავად ამბობს თვითიზოლაციაშია, ამიტომ ამუნათებს ჟურნალისტებს – არ გეშინიათ გადადებისო?

აი, თვითიზოლაციის ყველაზე კარგი სურათი, მინისტრის მოადგილე, რომელიც არის თვითიზოლაციაში – როგორც თავად ამბობს, პირბადე გაკეთებული აქვს ნიკაპზე, ოჯახის წევრები და ახლობლები მის ირგვლივ დადიან პირბადეეების გარეშე, მეტიც, “მთავარის” კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ე.წ. თვითიზოლაციაში მყოფი მინისტრის მოადგილე ქუჩაში თავისუფლად.

“რა მნიშვნელობა ვისგან გადაედო? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ყველგან ვირუსია…” – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომელიც ადასტურებს, რომ კი, მართლა ყველგან ვირუსია და იმაზე მეტია დაინფიცირებული, ვიდრე ინფორმაციას გვაწვდიან (?)

მინისტრის მოადგილის შვილის პარტნიორის მამა, აცხადებს, რომ მისი შვილიც შეუძლოდ გრძნობს თავს და “იზოლაციაში რა ვიცი, სახლშია, ხო”

ხო, ხო, რა ვიცი, იზოლაციის რა გითხრათ.

პაატა იმნაძე როგორც ამბობს, შეუგნებლობაა ეს!

აი, “ალია” როგორც ამბობს – ეს მიზანმიმართული შეუგნებლობაა, რადგან არ მოწმდებიან პირები, რომლებიც არიან ე.წ. თვითიზოლაციაში, ამიტომ ვყვირით იანვრის მერე, უკვე თვეზე მეტია – იძულებითი კარანტინი! ნუ მიიყვანთ ქვეყანას გამიზნულად ეპიდემიამდე!

და ხო, პირი რომელსაც კორონავირუსი აქვს ივანიშვილის დეიდაშვილის დიშვილია და სამწუხაროდ, მედიასაშუალებები მხოლოდ ამ ფაქტზე აკეთებენ აქცენტს – არადა, ამ ვითარებაში მთავარი – თვითიზოლაციის დარღვევის ნათელი მაგალითებია და ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების დაუცველობა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. კობზონ

    ქოცებ კორონა არ ეკარება
    პიროქით შიშობს აქეთ აქეთ არ დამასნებოვონო
    განსაკუთრებით ბიძინა დამთხვეულის ეშინია

    1. ანონიმური

      იცინის ვინც ბოლოს იცინის…

  2. luiza kuprava

    Ivanishvilis deidashvilis disshvili–vin gamodis ivanishvilistvis? ver vigeb iqneb agvixsnat

    1. მზეონა

      მეც მაგის კითხავს ვაპირებდი…ამიტომარ მჯერა ამ ქარაქუცა ხალხის.

  3. ანონიმური

    ~საიდან მოიტანეთ წეს სისულელეეე

  4. ირმა

    შე თავმოტვლეპილო კუტუ,დასახვრეტი ხარ,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.