მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი დაემატება

კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრემიერის განმარტებით, რამდენ ხანში მოხდება ეს, დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც აუცილებელია და სავარაუდოდ, პროცესი თებერვლამდე დასრულდება.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება

  2. ანონიმური

    გახარიასნაირი ძლიერი პრემიერი არცერთი არ ყოფილა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.