“მინდა დავამშვიდო 55 ათასი აბიტურიენტი…” – გამყრელიძის დამამშვიდებელი პირობა!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა:

“მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს — არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათს მენტალურ შესაძლებლობებზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოცდის ჩაბარების პროცესში. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი და ეს ახალგაზრდებში არ არის, დაავადებები, რომლის დროსაც ექიმმა შეიძლება რჩევა გასცეს, რომ პირბადის ხმარება შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკის შემცველი. თუმცა ეს არის იშვიათი გამონაკლისები და ამ ტიპის დაავადებები ძალიან იშვიათია ახალგაზრდებში”

ბატონ ამირანს არ დაუკონკრეტებია, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ახალგაზრდას მაინც აღმოაჩნდა ამ ტიპის დაავადება, როგორ უნდა ჩააბაროს გამოცდა?

ისევე, როგორც არ დაუკონკრეტებია დაავადებები, რომლის დროსაც, არ არიოს რეკომენდირებული დიდი ხნით პირბადის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების ნაწილი, ღიად საუბრობს იმაზე, რომ ასეთ დაავადებთა რიცხვი სინამდვილეში საკმაოდ დიდია…

ბატონო ამირან, არც ერთი თქვენი პროგნოზი არ გამართლდა ამ ეტაპამდე, ისე, სხვათა შორის და პირბადესთან დაკავშირებით, თუ ყველაფერი ასე მარტივადაა – პარლამენტარებს რატომ არ მიეცით რეკომენდაცია მათი გამოყენების?

  •  
  •  

3 Comments

  1. hudsonroofingandsidingllc.com

    164751 935998Every email you send should have your signature with the link to your internet web site or weblog. That normally brings in some visitors. 119336

  2. mail order weed online

    837326 215575Fantastic post nevertheless , I was wanting to know in the event you could write a litte far more on this topic? Id be extremely thankful should you could elaborate just a little bit further. Bless you! 455297

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.