„მიმძიმს ამის თქმა, რადგან მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ გეტყვით, რას აკეთებს კათოლიკური ეკლესია!“

„ალიას“ საფრანგეთიდან, ემიგრაციაში მყოფი, „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე ესაუბრება:

– ხალხი უკვე შიმშილობს, ბევრი შიმშილის ზღვარზეა და რა მოჰყვება ამას?

– ხალხი არა მარტო დღეს შიმშილობს, ბევრი წელია, ნორმალური სადილი არ უჭამია. ყველაფერი სახელისუფლებო კლანების ხელშია. ხალხს აქვს ბიუჯეტი, მაგრამ მის ხარჯვას არავინ ეკითხება, მისი კეთილდღეობის გარდა, მილიარდობით ლარი,  ყველაფერში იხარჯება. ხალხს იმდენს აძლევენ, რომ შიმშილით არ ამოხდეთ სული და დღეს, ხელისუფლებას საამისო რესურსიც აღარ გააჩნია. ღიად და პირდაპირ გაიმეტა ხალხი საშიმშილოდ და ეს გარკვევით სწერია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში. ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას აძლევენ ათეულ ათასობით ადამიანს და ის 300 ლარი რომ გამოელევა, მერე რა ქნას? ეუბნებიან, მერე მოკვდი მშიერიო. ბიუჯეტის გარდა, ხალხს აქვს ბუნებრივი რესურსები, სხვა სახის სიმდიდრე და ეს კონსტიტუციაშიც დაფიქსირებულია, მაგრამ ეს სიმდიდრე ხალხს არ ეკუთვნის, წაართვეს ყველაფერი. ბორჯომის წყალი იყო ხალხის საკუთრება, როგორც ბუნებრივი სიმდიდრე, მაგრამ წაართვეს ხალხს და კერძო პირს გადასცეს, უნდა ჩამოასხამს, უნდა – არ ჩამოასხამს, უნდა გაყიდის და უნდა – არ გაყიდის… მარტო ბორჯომი? თუ რა სიკეთე მოიპოვება ქვეყანაში, ყველაფერს სახელისუფლებო კლანია დაპატრონებული. რა მოჰყვება  ამას და გამოვა ხალხი გარეთ, აგორდება საპროტესტო ტალღა. ხალხის მასა უკვე მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაშია. ეს არის გარდაუვალი. ეს კარანტინი არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. გამოვა ხალხი და  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებს. ბევრი მეუბნება, რომ ხალხში არ არიან ლიდერები, რომლებიც მოახდენენ რევოლუციური პროცესების მართვასო. ვულკანი როდესაც  ამოხეთქავს, როდესაც ეს გამწარებული ხალხი გამოვა გარეთ, მერე ხალხს არ სჭირდება ლიდერი, ხალხი თავად მართავს პროცესებს და სპონტანურად, პოლიტიკური ლიდერის გარეშე დაამთავრებენ ხელისუფლებას.

ერთიც მინდა ვთქვა, თუმცა, მიმძიმს ამის თქმა, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ჩემს რელიგიას არაფერში გავცვლი.  რასაც საფრანგეთში აკეთებენ კათოლიკური ეკლესია და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, ეს არის უდიდესი სიკეთე. ეხმარებიან ყველას, განურჩევლად იმისა, ვინ რომელი აღმსარებლობისაა. კათოლიკური ეკლესია ეხმარება მუსლიმებსაც და მართლმადიდებლებსაც და პირიქით. ჩვენთან რა ხდება? ჩვენს საპატრიარქოში შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ერს უჭირს, ნახევარი საქართველო საპატრიარქოს საკუთრებაშია, ზოგს საეკლესიო თაფლი  ამოჰყავს, ზოგი საეკლესიო ღვინოს  ამზადებს და მამასისხლად ჰყიდიან, უზარმაზარი სავარგულები აქვთ და სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სახის პროდუქცია მოჰყავთ, იმათაც ჰყიდიან და იმაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, რაც ხდება? დაურიგონ ცოტა მოსახლეობას,  მისცენ მრევლს. პასუხისმგებლობა მარტო სახელმწიფოს კი არ აქვს, ერს და ბერს აქვთ ერთდროულად პასუხისმგებლობა. ერის და ქვეყნის  გადარჩენაზეა ახლა ლაპარაკი. საყოველთაო შიმშილობა ჩამოვარდება მალე და ხალხი მივა და თავად წაიღებს ამ ყველაფერს, ეკლესიისა იქნება, სახელმწიფოსი თუ გაქსუებული ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენებისა. მშიერი ადამიანი უკან რომ არაფერზე იხევს, ეს არ იციან?

– ეს დამშეული ხალხი როდესაც გარეთ გამოვა საჭმლის საშოვნელად, ეს არ გამოიწვევს ქვეყანაში კრიმინალის მატებას?

– ეს თქმა უნდა, მოიმატებს კრიმინალი. მოიმატებს ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა… ხელისუფლებამ სხვა გზა აღარ დაუტოვა ათასობით ადამიანს და  ეს ხალხი შიმშილისგან სიკვდილს კანონდარღვევით შეეცდება თავისი და საკუთარი შვილების გადარჩენას. რომელი მამა, დედა არ გამოვა გარეთ და უკანონოდ არ შეცდება საკვების, საკვების საყიდელი ფულის შოვნას, რომელსაც შვილი შიმშილით უკვდება? ასეთ ადამიანს კანონით ვერ შეაშინებ და ვერ შეაკავებ. ეს ელემენტარული ადამიანური ინსტინქტია, რომლის შეცვლა კი არა, შეკავება  ვერც ერთ დროში, ვერც ერთმა მმართველობამ ვერ შესძლო და „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აპირებენ ბუნების კანონების შეცვლას?

ლევან ჯავახიშვილი

  •  
  •  

კომენტარი

  1. რიკო

    ჩემო დავით, ეტყობა შენ არ იცი და მანდ საფრანგეთში დასაქმებულები ყოველთვიურად იხდიან ეკლესიის გადასახადს 50 იდან 300 ევრომდე და აქვთ ფული და დაეხმარებიან. ჯერ გაარკვიე და მერე ილაპარაკე.

    1. ანონიმური

      რა გადსახადს , შენ ხომ არ უბერავ!

  2. ანონიმური

    30 celze meti xnis periodshi sakartvelos eklesia ertxelac ar gamosula martali da dachagruli xalxis dasacavad da exla ukvirs mati .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.