მილიონობით სმარტფონზე WhatsApp-ი აღარ იმუშავებს

1-ლი თებერვლიდან მილიონობით სმარტფონზე მესენჯერი WhatsApp-ი აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციის მხარდაჭერა შეწყდება ისეთ სმარტფონებზე, რომლებიც ვადაგასულ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ. კერძოდ, კი საუბარია ოპერაციული სისტემა Android 2.3.7-ზე, iPhone iOS 8-ზე და მათზე უფრო ძველ ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებზე.

WhatsApp-ში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით არის განპირობებული.

ამასთან, გარკვეულ მოწყობილობებს, მაგალითად iPhone 4, რომელსაც მხოლოდ iOS 7-ის მხარდაჭერა აქვს, აპლიკაციაზე წვდომა აღარ ექნება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.