მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

სასწრაფოდ! ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ოფიციალურად გახსნილად აცხადებს.

მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი შეადგინა, გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში, 13:31 სთ-ზე. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდზე: www.lotto.ge, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 00 77 00. შეგახსენებთ, რომ „ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.

თუ იცით, რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ, გადაამოწმოს მოცემული ციფრები! 

არ დაგავიწყდეთ, უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი.

(R)

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.