“მიიღეს დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება პირნათლად შეასრულეს”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს, ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური.

საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს“

  •  
  •  

2 Comments

  1. კოტე

    თქვენ რომ რიგითი პოლიციელი და ჯარისკაცი გადარდებდეთ ასე არ დაღღნიდით სახელმწიფო ბიუჯეტს და არ დაანგრევდით ატკატებით ეკონომიკას, მაგრამ ფულის მეტს ვერაფერს ხედავთ და გგონიათ რომ ფული გადაგარჩენთ. გაამათხოვრეთ პოლიცია და ჯარი, კრიმინალების საცემი გახადეთ პოლიციელები (სამმართველოს უფროსებიც მათ შორის). ეხლა ვითომ პოლიცია გადარდებთ და ჯარისკაცები. ღარიბაშვილი რატომ არ ჩანს ნახევარმილიონიანი საათით მაჯაზე, მაგას ადარდებს რიგითი ჯარისკაცი არა? უსინდისოები ხართ სამწუხაროდ!

    1. ანონიმური

      kote kochag gaixareee mosulxar azze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.