მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ – მეუფე გერასიმე

მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა.

მეუფე გერასიმეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვის.

„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.