“მიგასიკვდილებ შე ყ@@ო… გამოფხიზლდი, ერო” – რა ისტორიას ჰყვება ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინ ერთ ადგილას მომიწია ყოფნა, გვერდზე ლამაზი, ახალგაზრდა, სიფრიფანა გოგონები ისხდნენ.

ერთი, რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება, უადგილოდ წასმული მკვეთრი, წითელი პომადა და თვალებში რაღაც არაჯანსაღი სხივი იყო…

მე და ჩემი მეგობრები საკმაოდ მწვავე თემაზე ვსაუბრობდით, პარალელურად კი ახალგაზრდა “სიფრიფანების” მონოტონური კომენტარები მესმოდა:

-ფუ, უნდა აკუწო რა..

-აუუ, როგორ მინდა ამის სისხლი ვნახო

-რას მიგასიკვდილებდი შე ყ@@ო….

თავი შემოვაბრუნე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, სამი, ანგელოზივით გოგონა, სრულიად უაპელაციოდ ქოლავდა ერთ-ერთ პერსონას

-ბოდიში გოგონებო, იცნობთ ამ ადამიანს?-ვიკითხე მე

-და რათ მინდა რო ვიცნობდე?-გამიღლაჭუნა საღეჭი რეზინი გოგონამ

-აბა რატომ ქოლავთ?

-იმიტომ, რომ ეს თაობა უნდა ჩალპეს-მიპასუხა მეორემ და მესამეს ჩაულაპარაკა

-გავწმინდოთ დედამიწა…ესენი უნდა ამიჟუჟო…

პედაგოგიკის 30 წლიანი სტაჟი მაქვს, ყველანაირი სტუდენტი მყოლია, მაგრამ ის რაც 17-20 წლის ზომბებიდან მოვისმინე, ანალიზს არ ექვემდებარება.

მათ გამოურეცხეს ტვინები, მათ წაართვეს განათლება, მათი მშობლები ემიგრაციაში ხელებს იტყავებენ, მათ არ აქვთ სამშობლო, მათი დევიზია-სადაც კარგათ ვართ და “მოსაწევია”, სამშობლოც იქაა…

მივხვდი, რომ ლაპარაკს და დიდაქტიკურ რჩევებს აზრი არ აქვს და კიდევ იმასაც მივხვდი, რომ თითოეული მათგანის უკან, პატარა შეშინებული მოზარდია, რომელიც “სწორი” მართვის შემთხვევაში ფანჯრიდანაც ისკუპებს, რომ “ნამდვილ თავისუფლებას” ეზიაროს….

არადა რა ცოტაა საჭირო, მათი სულებიდან ეშმაკის განსადევნად- სიყვარული და სითბო, რომელიც დააკლდათ და სიძულვილით ჩაანაცვლეს…

და კიდევ ერთი რამ გვჭირდება! სერიოზული დეტოქსი, მწვანე, მათრობელა შხამისგან გასანთავისუფლებლად!

სად გვყავს დასაკარგი “სიფრიფანები”???

გამოფხიზლდი ერო!”

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    ოდესმე უკეთესი იყავი???

  2. ანონიმური

    shen vize ambop changlebit kucav xalxs

  3. ანონიმური

    სარკეში ჩაიხედე, გაიზარდეეე?

  4. ანონიმური

    ვინ იყო და რა ისტორიის პატრონი,,რა მნიშვნელობა აქვს?ზუსტი დიაგნოზი გააკეთა ლალიმ
    დღევანდელობისა.მოეფერეთ ბავშვებს ,ნუ გაასასტიკებთ,მერე ძნელია გაციებულის გათბობა.გატეხილს ნაიარევის გარეშე ვერ გავამთელებთ.

    1. ანონიმური

      ზუსტად მაგას აქვს მნიშვნელობა!

  5. ანონიმური

    … “IMITOM ROM MAS AR HQONDA SATAMASHO(DEDIS XELI.. ) “

  6. ანონიმური

    ოეეე ყლექალ რჩევაბი მიეცი მუტლებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.