“მთავრობა, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ არ გინდათ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს!”

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ალო, გარაჟ..
საქართველოს მთავრობა
ისინი თუ არ გვერიდებიან , ჩვენ მაინც მოვერიდებით!
გამოაცხადეთ ტელევიზიით დაინფიცირებულების გვარსახელები. საცხოვრებელი ადგილიც და სამსახურიც!
რატომ მალავთ დაინფიცირებულების ვინაობებს?
გამოაცხადეთ, და რაც შეიძლება ხშირად ცენტრალური ტელევიზიებით და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, დაავალეთ იგივე რეგიონალურ ტელევიზიებს, და FM -რადიოებს.
გაიგებს ხალხი. დაინფიცირებულების ნაცნობები, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები და უფრო გაადვილდება იმათი გამოვლენა, ვინც ჯერ დაავადებულებთან და მერე მათთან იყვნენ კონტაქტში.
აამუშავეთ ბოლოსდაბოლოს უბნის ინსპექტორების სისტემაც, და თვითიზოლაციაში ვინც იქნება მათი კონტროლიც გაიოლდება. არ გაჩერდებიან თვითიზოლიაციაში და შეაგდეთ კარანტინში.
გაარყიეთ თავი, ხელების საპნით დაბანაზე რომ აიქაფეთ ენები.
ნუ გვაფიქრებინებთ ხალხს, რომ არ გინდათ ეს ყველაფერი მალე რომ დამთავრდეს!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.