“მე, კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, პროფესორი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსლეში, წერს:

“…მე, კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!

მე ვერ ვიქნები თქვენნაირი,

Без роду, без племени!

ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კარგად მახსოვდა პრეზიდენტის სიკეთე, მისი მეგობრობა თალესთან, მან მწვანე შუქი აუნთო უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. მე ვქომაგობდი ცოტნეს ციხეში, მე მომიკლეს პრეზიდენტი!

მე ვერასოდეს მათქმევინებთ ცუდს შევარდნაძეზე, მე მისი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის მოადგილე ვიყავი. ის ჩემი დიდი პედაგოგი და გურუ გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს ავტობიოგრაფიები გავუცვალეთ, ის ჩამეხუტა და რაც მაშინ, ყურში მიჩურჩულა, ჯერ არ ახდა და მოუთმენლად ველი.

მე არასოდეს ჩავერთვები გიული ალასანიას წინააღმდეგ სიბინძურეში, იმიტომ რომ მათ ოჯახში ჩაიც დამილევია და ნამცხვარიც მიჭამია! მე მიშასთანაც არასოდეს ვკვეთ წითელ ხაზებს, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენი მამები საუკეთესო ექიმები და დიდი მეგობრები იყვნენ.

მე ვერასოდეს გავლანძღავ უშვერი სიტყვებით გიორგი მარგველაშვილს და მაკას, რის უფლებასაც თქვენ აძლევთ თქვენს თავს, იმიტომ რომ ჩვენც ბავშვობიდან მოვდივართ, იმიტომ რომ დედაჩემი მაკას ოჯახის წევრივით ხვდებოდა. დიახ, როცა პირველი ლედი გახდა, თქვენგან განსხვავებით არასოდეს შემიწუხებია!

მე ვერ ვიტან სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ უტიფრობებს, იმიტომ რომ ის ჩემთვის ნატიფი, პორცელანის ფაიფურია და არა თქვენსავით თიხიდან მოზელილი სახვრეპი ჯამი.

მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე-ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და მე ამით ვამაყობ. მე ვგიჟდები თბილისელ ქურთებზე და იეზიდებზე-ეს ცალკე ღრმა და ლამაზი სამყაროა.

მე არასოდეს ვიტყვი აზერბაიჯანელებზე-თათრებს, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ბაქოს, სამხედრო აკადემიის პრორექტორი იყო და კარგად ვიცნობ ამ საოცარ ხალხს.

მე არასოდეს ვიქილიკებ სომხებზე, იმიტომ რომ ერევნის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი ახალციხეში და ვიცი რა გონიერი და ნიჭიერი ერია!

მე არასოდეს ვიღადავებ თქვენსავით კანის ფერზე, იმიტომ რომ მყავს აფრო-ამერიკელი ნათესავები და შვეიცარელი სიძე ვიეტნამური ფესვებით, რომელიც ბევრ ქართველზე დიდი პატრიოტია!

მე არასოდეს ვიტყვი ებრაელზე-ურიას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არა მათი გენიელურობა, არაფერი არ იქნებოდა, ისევე როგორც კაცობრიობა…

მე არასოდეს ვანსხვავებ ჩემს ნატურალ მეგობრებს გეებისგან, ტრანსებისგან და ლესბოსელებისგან, იმიტომ რომ თითოეული მათგანისგან დიდი, ესთეტიკური საჩუქარი მიმიღია.

მე არასოდეს არ ვშაყირობ სხვის ზედმეტ წონაზე, ცხვირის სიგრძეზე, ტან-ფეხზე და ე.წ. დეფექტებზე-იმიტომ რომ ეს საშინლად არაეთიკურია!!!

თქვენ მე გხედავთ გრძელ ტყავის “პლაშჩში” წითელი სამკლაურით და დასახვრეტთა დიდი სიით…

და კიდევ!!!!!!

მე, კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!

НЕ ДОЖДЁТЕСЬ!”

  •  
  •  

12 Comments

  1. ანონიმური

    შენნაირი დახადიაგა როგორ შეუშვა ბიძინამ

  2. ანონიმური

    Bidzinas da mishas dedasheveci ori gveli

  3. ანონიმური

    ეს გაკოტრდა და ვის ტრაკში შერგოს თავი არ იცის!

  4. ანონიმური

    სა იშოვნე გოო ამდენი ვაზელინი?!

  5. ანონიმური

    შენ გარშემო თურმე ტრიალებს დედამიწა

  6. ანონიმური

    იდი ნა ხუი შენი მრავალ ჯიშიანი ჯიში მოვტყან

    1. ანონიმური

      შენ ხო საჯიშე ბუღა ხარ რა,ტფუი

  7. ანონიმური

    კარგი ადამიანი ხარ,გენაცვალე.ცხოვრება სწორხაზოვანი და ერთფეროვანი არაა.სადაც კარგია -იქ შეიძლება ცუდიც იყოს და -პირიქით.არ შეიძლება კარგის დავიწყება და მხოლოდ ცუდზე ააგო ადამიანზე წარმოდგენა.

  8. ანონიმური

    hen tuar mixvidodi misi dedis dasatireblad ise ver gaasvenebda dedamiss.magit ra ginda rom utxra xalxs he atasze gadamxtaro bizinam saqartvelo hibehi haido da kidev gaagrzelebs aba exla tqvi ra gaaketa bizinam samhoblostvis da xalxistvis hen reebs bodav azrze modi he ara qalo

  9. Nana

    მე პირველ რიგში საქართველოს და ქართველ ხალხს ვაფასებ და შემდეგ იმ სახელმწიფოებს რომლებმაც კარგი გაგვიკეთეს , მიწები კი არ წაგვართვეს.ვალები კი არ დაგვადეს.საქართველოში მიწა ერთ ლარში არავისზე არ გაიყდოს და ამით არ უნდა გამდიდრდეს,ეს უსამართლობაა!

  10. ანონიმური

    ეს ან ქამელეონია ან ჭკუაზე მოსულა!!! ისე, მწერალო და ჟურნალისტო ქალბატონო: პორცელანი და ფაიფური ერთი და იგივეა, ოღონდ სხვადასხვა ენებზე. ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალა, ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება!!! მითუმეტეს მისგან.

  11. გაიხარეთ.

    ლალი, სულით და ხორცით ჯანმრთელი და მართალი ქალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.