“მეცნიერების აპოკალიფსი – პრაქტიკულად უიმედო ვითარებაა”

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმ-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში, წერს:

მეცნიერების აპოკალიფსი

ამერიკის CDC-მ რამოდენიმე დღის წინ თავის ვებსაიტზე შეცვალა ინფორმაცია კოვიდის გადაცემის გზებზე და აირწვეთოვანი გზის გარდა დაასახელა ჰაერით გადაცემა (რაც ნიშნავდა რომ გადაცემა ხდებოდა გაცილებით დიდ მანძილებზე და გადაცემისაგან დაცვის თვალსაზრისით აუცილებელი იქნებოდა N95 ნიღაბი ქირურგიულის ნაცვლად). დღეს დილით ეს რეკომენდაციები მოხსნა, რის მიზეზად დასახელდა კლერკის შეცდომა. ასე რომ გადაცემა კვლავ აირწვეთოვნად გრძელდება, სანამ მორიგი რიგითი თანამშრომელი რაიმე ახალ შეცდომას არ დაუშვებს. პრინციპში მე სწორედ ძირითად გადაცემის გზად აირწვეთოვანი გზა მიმაჩნია, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ წამდაუწუმ ცვლილებებმა CDC-ს ვებსაიტზე უკვე სისტემატიური და არასერიოზული ხასიათი მიიღო (მაგალითად წამდაუწუმ იცვლება ტესტირების ჩვენება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ა.შ.)

სამწუხაროდ კოვიდის თემა უკიდურესად პოლიტიზირებულია მთელ მსოფლიოში, რაც ძალზე დამაბნეველია საზოგადოებისათვის. გარდა უხარისხო, დაბალი სამეცნიერო ღირებულებების და ზოგჯერ პირდაპირ გაყალბებული სტატიებისა (მაგალითად Surgisphere-თან დაკავშირებული NEJM და Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიების ისტორიაც საკმარისია) , რომლებიც წამყვან სამედიცინი ჟურნალებში იბეჭდება, ძალზე დიდია პოლიტიკური შემადგენელი კოვიდის ირგვლივ არსებულ სამეცნიერო კვლევებში და მათ ინტერპრეტაციებში. ვინც დეტალურად არ ადევნებს აშშ-ში მიმდინარე უმძაფრეს პოლიტიკურ დაპირისპირებას, შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩეს ეს საკითხი. სამეცნიერო წრეების და კიდევ უფრო, საინფორმაციო საშუალებების მიერ პირდაპირ იდეოლოგიურ იარაღად გამოიყენება კოვიდი პარტიულ და იდეოლოგიურ ბრძოლაში. საქართველოს ვითარებას აღარც შევეხები, აქ ეს საკითხი საერთოდ სრულად პროფანირებული და ოდიოზური ფორმებით ვლინდება.

თუ ადამიანს არ აქვს ინფექციურ დარგში ან ეპიდემიოლოგიაში სპეციფიური განათლება, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაციული ცუნამიდან საღი აზრის გამოტანა. ღიმილის მომგვრელია, როდესაც რაიმე პოზიციის დასადასტურებლად ფეისბუკზე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და თავიანთ პოზიციას იცავენ პოლიტიკურად ანგაჟირებული, უცხოური არასამეცნიერო პრესის თუ ინტერნეტგამოცემების ფურცლებზე არსებული სტატიებით. ერთმანეთს უფრიალებენ Washington Post-ის, New York Times-ის, CNN-ის, Fox News-ის, MSNBC-ის და სხვა ინტერნეტგვერდებს. და ამ „საიმედო წყაროებიდან“ მიღებული ინფორმაციით ასკვნიან დასუსტდა თუ არა ვირუსი, ეფექტურია თუ არა კონკრეტული პრეპარატი, იქნება თუ არა ვაქცინა ეფექტური, არის თუ არა პოპულაციური იმუნიტეტი მიღწევადი და რაციონალური გზა ეპიდემიასთან გამკლავების და ა.შ.

პრაქტიკულად უიმედო ვითარებაა, ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არავითარ სამეცნიერო ინფორმაციას და მტკიცებულებას არ ეფუძნება. საგნობრივი დებატები და სამეცნიერო კრიტიკული ანალიზი უგულებელსყოფილია, და ჩანაცვლებულია დეზინფორმაციით პირადი თუ პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით. მსჯელობა, ჯანსაღი კამათი, ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება აზრს კარგავს ხშირად, რადგან „მსმენელმა“ BBC-ის ვებსაიტიდან უკვე „ყველაფერი იცის“ რასაც არ ეთანხმება მეორე, რომელმაც Fox News-იდან სრულიად საწინააღმდეგო “მეცნიერულად დადასტურებული” ინფორმაცია მოისმინა…”

  •  
  •  

8 Comments

  1. ??

    და ყველაფერი რომ ჩაივლის, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?? კაი ჩვენ საბჭოთა კავშირმა ცხვრებად გვაქცია,ეს თავისუფლების მოყვარე ხალხი ამერიკა, ევროპა როგორ ეგუება ამ მსოფლიო აფიორას? რა ხდება მსოფლიო გადაირია?. ვირუსი არსებობს, ისევე როგორც გრიპი! მაგრამ რომ ჩამოაქციეს მსოფლიო ეკონომიკა, ფსიქოლოგიურად რომ დააქციეს მილიონობით ოჯახი პასუხი არავის მოეთხოვება?

    1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა......

      ….მოკლედ; მოვა შემდეგ მამონა და იმ “გადარჩენილი” 1 მილიარდიდან, ვისი “შვილი და მომავალიც” მოეწონებათ, წაართმევენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით–დაკლავენ(უკაცრავად პირდაპირობისთვის,ასეთია მათი გეგმები და ფაქტიურად არც მალავენ!) და მოიხმარენ: ადრენოხრომად,”ელიტისთვის” ორგანოებათ,პედეფილიისთვის, ზოგიერთებისთვის საკვებათაც… უნდა გაიგოთ ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს საუკუნეებია მართავენ სატანისტები!. ხოლო 21 საუკ. მათ მიაღწიეს დიდ ძალაუფლებას. ახლა კი გადასვლა უნდათ აბსოლიტურ(ღმერთი ადგილი უნდა “დაიკავონ”)ძალაუფლებაზე, ერთიანი მსოფლიო (კაბალისტი ბანკირების…) მმართველობაზე; ციფრული კონცლაგერით, ვაქცინაცია-ჩიპიზაციით…Пo этому люди больше не нужны !…все приехали, вы больше не нужны ! გერმან სტერლინგოვი 2012წ. }}} ნახე!. რას ფიქრობს ისრაელის მთავარი რავინი”ბიბი”ნეთანიაჰუზე…გიჟებს ეზახის მათ ;რა კმაყოფილებით საუბრობს ბიბი”ნეთანიაჰუ ახალ მსოფლიო წესრიგზე, ბავშვების ჩიპირებაზე… ნახეთ სატანისტი კარალევა ანგლიი(ერთ-ერთი მსოფლიოს მმართველია), როგორ კმაყოფილებით საუბრობს ბავშვების წართმევაზე და მერე როგორ “გვამშვიდებს”, ძნელიაო მაგრამო ასეა საჭიროო( SOS მაგათ ხომ საერთოდ,ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა უნდათ!)…და რომელ მედიცინაზეა საუბარი(“სასაცილოა”)???.. ა.შ… Пo этому люди больше не нужны !…все приехали, вы больше не нужны ! .. ნახე! https://www.youtube.com/watch?v=MbFifiE6S-Q

  2. :(

    თქვენნაირი ინფექციონისტები უნდა გვარიგებდნენ და ეს სამეული გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე!

  3. ანონიმური

    მედიცინა მაგრად ჩაფლავდა მთელს მსოფლიოში, არანაირი მეცნიერული კვლევები და ტვინის ჩართვა და აზროვნება არ ხდება, მხოლოდ ფული, დიდი ფული და მსოფლიო მაფია. კაცობრიობა დარჩა თავისი თავის ღმერთის იმედად. საქართველოში ჯერ იმნაძე გამყრელიძეები არიან ღმერთები.

    1. (((

      იმნაძე, გამყრელიძე და მათნაირ ხალხს წლების მერე მაინც მოუწეცთ პასუხისგება, ამ ყველაფერზე.

  4. ყანის მეჯოგე (კიდევ ვიმეორებთ)

    დააკვირდით!!!,ინტევიუს დასაწყისში რა აწერია სტერლინგოვის ფერმის შესასვლელ ჭიშკარზე!.(რა აკრძალვებია). ზუსტად ყანაში მომუშავე უბრალო გლეხი გადარჩება!. ხოლო ქალაქში სპიჩკის კარობკებში(საუტილიზაციო კამერები) მაცხოვრებლების უმრავლესობა კი უტილიზაციას დაექვემდებარება…მეგაპოლისების იდეა, მასონი ცოლქმარი კენქსების, ჯერ კიდევ მე-19საუკუნის დოქტრინაა, ხალხის უტილიზაციისთვის…შემდეგ დაემატა : ქიმიური საკვებდანამატები,მავნე გამონაბოლქვი,GMO პროდუქცია, “ვაქცინაციები” ანუ მძიმე მეტალები ორგანიზმში…აქედან კი გაჩნდა, ალერგიები, შაქრიანი დიაბეტები, სიმსივნეები(50 000-მდე ანუ 15%-მდე ონკო ავადმყოფი გვყავს, საიდან?!)…სწორედ მიწას და ბუნებას რომ მოწყდა, მითუმეტეს ქართველი ადამიანი, ამის ბრალია ყველაფერი… ნახეთ ლეგენდარული გერმან სტერლინგოვის ძალიან—- მაგარი—- ინტერვიუ, რომელსაც 1 000 000 მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოში:სატანისტებზე–მსოფლიო მმართველებზე, “ვაქცინაციებზე”, ქალაქში მაცხოვრებლების უტილიზაციაზე,რომელსაც ჯერ კიდე 15-20წლის უკან ამბობდა; https://www.youtube.com/watch?v=7g6qZEyzm7E Пo этому люди больше не нужны !…все приехали, вы больше не нужны !… ზუსტად ამ სიტყვებს კმაყოფილებით ამბობს მე-19 წუთიდან მე-20 მდე, იმიტომ რომ წლებია გაყვირის ამ თემებზე, აბსოლიტურ უმრავლესობას კი არ ესმოდა–ეხლა კი “დასცინის” მათ. p.s ხომ უყურებთ “პანდემიის” დროს ყველა ერთნაირი სიმაღლის გახდა(გახადეს)?…დირექტორი, მუშა,მდიდარი თუ ღარიბი…ყველანი კიდია კორონას, მისთვის ყველა ერთია!

  5. kolxi

    yanis mejoge madloba es kaci dzalian saintereso pirownebaa

  6. kolxi

    korona aris didi blefi amas adastureben germaneli wirologebi
    winc germanul enas flobt segizliat youtubze naxot sucharit baktis interwiu

    korona wirussze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.