მესტიაში გამოკვლეული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს სვანეთში განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, „კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა 600 პირის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია.

დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ISE TQVENI …ROGORC IM ERYSAC AR HQONDA. ZRDILOBIS GULISTVIS DAWERET ERTI?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.