“მესამე ძალა გამოჩნდება… ეკლესიამ რომ დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა?” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ამბიონიდან ქადაგებისას  განაცხადა:

კონკრეტულად, რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობს და ვის მოიაზრებს მმართველი პარტიის ალტერნატივად, უმაღლესი რანგის სასულიერო პირი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი სურვილია, მხარეები შერიგდნენ.

“მე უბრალოდ მინდა, რომ ყველა შერიგდეს. არავის არ გამოვყოფ, თვითონ ხომ იციან არა, ჩართეთ ტელევიზორები და გასაგებია, რატომ არ ვუყურებ ტელევიზორს. აუტანელია ეს პოლიტიკოსები, ნებისმიერი მხარე მიუღებელია.

ნათქვამი არ მქონდა გამოვიდნენ და სწრაფი განცხადებები გააკეთეს. საერთოდ, ასე საქმის ქუჩაში გამოტანა არ შეიძლება, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ, ხალხი ვერ გამოყავთ. წარმოიდგინეთ ახლა, ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა?

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ და მაგასაც მოვიფიქრებთ, ასე  გაგრძელება არ შეიძლება. დაღუპავენ საქართველოს იწილო-ბიწილოში.

ცალ-ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს ქვეყნის სწორად წაყვანას, ვინც არ უნდა იყოს. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს თუ ვერ გაუმკლავდება, მაშინ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა გამოჩნდება.”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    არავინ არ გამოვა, ბნელების გარდა!

  2. ...........

    101%

  3. ანონიმური

    ეეე…მამაოო,რამხელა ამბიციები გქონიათ?ეკლესიაში ხო სულ დალაგებულ-დაწკრიალებული გაქვთ ყველაფერი და ეხლა გარეთ გამოდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.