ვის ეხება “დარჩი სახლში” და ვის არ ეშინია ვირუსის გავრცელების? – მერიის კიდევ ერთი ფესტივალი

დღეს თბილისის მერიამ, ახალი განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ მთარგმნელთა კონკურსში გამარჯვებულს დააჯილდოებს. 

“ალია” დაუკავშირდა, იმ საკონტაქტო პირს, რომლის მონაცემით თბილისის მერიის განცხადებაში იყო მითითებული. გვითხრეს, რომ ჟურნალისტებისთვის დასწრება თავისუფალია, ისე კი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მოსაწვევები დაურიგეს.

კითხვაზე რამდენი მოსაწვევი დაიგზავნა და რამდენი ადამიანი იქნება ღონისძიებაზე, თბილისის მერიამ დაახლოებითაც არ იცის და ამბობს, რომ ის არ არის ორგანიზატორი, მხოლოდ მხარდამჭერია. პანდემიის დროს, როგორ შეიძლება იყო იმ ღონისძიების მხარდამჭერი, სადაც არც კი იცი, რამდენი ადამიანი მივა? – 10, 50, 200? არა, დაახლოებითაც არ ვიცითო.

დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უნდა დავაბრუნოთ სლოგანი “დარჩი სახლში” და გვითხრა: “გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული”

მართალია, ქვეყანა გაღატაკების პირასაა, ეკონომიკა გაჩერებულია, სწავლება ონლაინ მიდის, სკოლის დირექტორთა გამოცდები გადაიდო, აჭარა ჩაკეტილია, მაგრამ კონცერტები, ფესტივალები განსაკუთრებული აუცილებლობაა და მას ვერც ონლაინ ჩაატარებ და ვერც გადადებ.

როგორც ჩანს, “დარჩი სახლში” თბილისის მერიას არ ეხება.

ვითხოვთ, თბილისის მერია იყოს სკოლების, ბაღების, ტურისტული ბიზნესის, ეკონომიკის მხარდამჭერი, რადგან, როგორც ვხედავთ, სადაც თბილისის მერიაა მხარდამჭერი, ყველგან ხსნილია და მწვანე.

“ალია” შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერიამ ფესტივალი ჩაატარა და თქვა: აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა. როგორ შეიძლება ამაზე უკეთ “აღნიშნო” აფხაზეთის დაცემის დღე?

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.