“მერიაშიც იყო მოსული ჩემთან და საჩუქარი დავახვედრე…”

ინციდენტი კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის და სკანდალური კადრები – კახა კალაძის თქმით, არნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით არ ელოდება, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს რადგან “ეს ინციდენტიც არ ყოფილა”.

“პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო”

შეგახსენებთ 5 ივნისს, ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე კახა კალაძესა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. კადრებში, რომელშიც გავრცელდა ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.

როგორც ადგილზე ერთ-ერთი პირი ყვება, დაპირისპირების დროს მას ხელი ჰკრეს და მაისური დაუხიეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.