“მერე იტყვიან, კოვიდმა მოკლაო – 14 დღეა ტემპერატურა მაქვს და მკურნალობა არ დაუწყიათ”

კოვიდინფიცირებული, სოფო ნინუა, სოციალურ ქსელში, წერს:

“მსგავსი უსამართლობის და დაუცველობის განცდა არასოდეს მქონია! ვიმყოფები კოვიდ სასტუმროში 4 დღეა, მე-14 დღეა ტემპერატურა მაქვს.. 3 დღეა დამეწყო ჟანგბადის უკმარისობა, სახსრების ძლიერი ტკივილი, თავბრუს ხვევა. ფილტვებზეც კი არ მოუსმენიათ თუ რა ხდება.. რენტგენზე და სხვა პროცედურებზე აღარ ვსაუბრობ.. სასტუმროს ექიმი მპასუხობს კითხვაზე თუ რატომ არ მისმენს ფილტვებზე? რომ არ აქვს Ჰონეიდოსკოპი და კოვიდ სასტუმროს არ ევალება მსგავსი რამ.

არანაირ კურს არ გავდივარ. აი ასე ველოდები, რომ იქნებ კოვიდი კეთილად განეწყოს ჩემ მიმართ, რომ გადავრჩე..

4 საათის წინ მქონდა განმეორებითი სპაზმი ვერ ვსუნთქავდი სასწრაფო გამოვიძახეო მითხრა ექიმმა და ველოდებითო. სხვა რა გზაა უსასრულობამდე ველოდები იმის განცდით, რომ შეიძლება ვერ მომისწრონ განმეორების შემთხვევაში .. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? მერე იტყვიან კოვიდმა მოკლაო ? არა კოვიდი არ არის პრობლემა… პრობლემა ჯანდაცვაა და Დროულად არ რეაგირება, როცა პაციენტი იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ეხლა მე ვიმყოფები უიმედოდ, დაუცველობის სინდრომი მაქვს….”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ocneba klavs

  2. ანონიმური

    ocnebis panebo gilocav 2fgec da klislogvnas tabs daanebept gorgi garik batumi gilocav minetebis dasasruls da imas ro ocneba vegar moutknavt colebs tu gesiamovneba?

    REPLY

  3. ანონიმური

    ტიკარაძე რომ ჯანდაცვის მინისტრი იქნება რაღაა იმ ქვეყანაში გასაკვირი😱

  4. ანონიმური

    “ქართული ოცნება” მავნებელია არაპარტიული მოქალაქეებისთვის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.