“მეორე ოპერაცია სჭირდებაო ამ საყვარელ ბიჭს, ამ უწყინარ დათუნიას, რომელიც არ დაინდეთ და გაიმეტეთ…”

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ დღის შემდეგ წუთი არ გასულა, ეს ბავშვი რომ არ მახსოვდეს და გული არ მისკდებოდეს…

სანამ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ, ორი დღით ადრე ჩემს ეზოში იჯდა, კაკლის ხის ქვეშ, და სანამ ჟურნალისტს ველაპარაკებოდი, კაკალს ამტვრევდა ლიკასთვის…

თუ არ იცით, აგიხსნით, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები უბრალოდ თავიანთ მოვალეობას იხდიან. თუ ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იყოს, ან არ იყოს აქციაზე, ჟურნალისტები აუცილებლად იქნებიან, რადგან ეს მათი სამსახურია…

მხოლოდ სიველურის და უმწიფრობის ნიშანია ჟურნალისტების დევნა.

ომის დროსაც კი იცოდნენ ეს…

თქვენ რატომ არ იცით?

მეორე ოპერაცია სჭირდებაო ამ საყვარელ ბიჭს, ამ უწყინარ დათუნიას, რომელიც არ დაინდეთ და გაიმეტეთ…

რისთვის?

იმისთვის, რომ არშემდარი სახელმწიფოს მღრნელები კმაყოფილი გყავდეთ?

იმიტომ, რომ სისასტიკის წილ მიღებული პრემიებით გაალაღოთ საკუთარი ოჯახები?”

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას საქართველოში! ყველას ასე დაემართება , ვინც მარჩენალის წინ იხრუნავებს!

  2. ანონიმური 1

    რა ჯანდაბა გინდოდათ ოპოზიციას ეს ხალხი იქ რომ მიიყვანეთ? მე ვესროლე ქვა? პოლიციამ ესროლა? ისევ თქვენ მოღალატეებო

  3. ანონიმური

    მაგათი ოჯახები მოვტყან სათითაოდ ამ პრემიაზე მისეული ღორების!!!

    1. ანონიმური

      ბოლო კომენტარი-ვიგულისხმე22:45

  4. ანონიმური

    ბოლო კომენტარი-მონის ფსიქოლოგია!ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს მოვლენები,ეგ არის მისი პური,გაიგე უბირო?ისევე,როგორც ექიმმა არ უნდა გაარჩიოს,ვის უკეთებს ოპერაციას:ლურჯს თუ წითელს.რამდენი გაუნათლებელი ჰყავს ამ ქვეყანას,ან სული როგორ უდგას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.