მელიას საქმის მოსამართლემ, ცოტა ხნის წინ 139 000 $-ის კრედიტი გადაფარა – ვინ არის ვეფხია ლომიძე?

პროკურატურა „ქართუს საქმეზე“ ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. სხდომა 10 მარტსაა ჩანიშნული.

მანამდე, მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.

მაშინ, მელია გამტყუნდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში.

ხოლო გამართლდა ბრალდებაში, რომელიც გულისხმობდა  წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარებას მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

10 მარტს საქმეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე,  ვეფხია ლომიძე განიხილავს.

ვინ არის მელიას საქმის განმხილველი მოსამართლე?

ვეფხია ლომიძე შპს “პირამიდას” 100%-იანი წილის მფლობელია.

მოსამართლე ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შპს “პირამიდის” დირექტორიც არის.

ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს “საბას” პარტნიორიცაა.

მოსამართლის ოჯახის საკუთრებაშია: რამდენიმე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი, ერთი კომერციული ფართი თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სამი ბინა, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯიქიას ქუჩაზე, ასევე ერთსართულიანი სახლი ჯიქიას ქუჩაზე. 

მასვე ეკუთვნის არასაცხოვრებელი კომერციული ფართი  ჯიქიაზე და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბორჯომშიც.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც რომ ნიკა მელიას საქმის განმხილველ მოსამართლეს, დეკლარაციის მიხედვით, ცოტა ხნის წინ 139 ათას დოლარიანი და 8 ათას 750 ლარიანი სესხი გადაუფარავს!

წყარო – პრესა.ჯი


გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.