მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს – რა ჯდება ციხეში ცხოვრება? – პენიტენციური სამსახურის საგანგებო განცხადება!

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებულ ნიკა მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში.

„2020 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ბრალდებულს საკანში არ აქვს ტელევიზორი. მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ტექსტი არის ეს – ციხეში მჯდომი მელია, ციხის მაღაზიაში თუ იყიდის ტელევიზორს, მერე მარტო ტელევიზორი კი არ ექნება, ამ ტელევიზორის სარგებლობის უფლებაც ექნებაო. იმედია, მიზნობრივ სარგებლობას გულისხმობენ.

მართალს ამბობს ამჯერად პენიტენციური სამსახური, სამწუხაროდ ასეა. ფული უნდა ჰქონდეს, ტელევიზორი რომ იყიდოს. ციხეში ცხოვრება წლებია უფასო აღარ არის. რამდენიმე თვის წინ, მარიამ კუბლაშვილი წერდა, რომ პატიმრებს ტკივილგამაყუჩებლებსაც არ აძლევენ და ტკივილისგან ხორცს იჭამენ… ასე რომ, ტელევიზორი, ამასთან შედარებით ფუფუნების საგანია, ისევე, როგორც ჩაი, ხილი, ტკბილეული და ასე შემდეგ. თუ დაინტერესდებით, იმასაც გაიგებთ, რომ ციხეში 1 კილო ვაშლი ბევრად ძვირი ღირს, (როგორც პატიმრები გვწერენ და გვიყვებიან), ვიდრე ციხის გარეთ შეგვიძლია ყიდვა, ბაზარში, მაგალითად, რადგან ციხეებს “გუდვილი” ემსახურება.

“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის და როგორ ექნება ნიკა მელიას რადიოთი სარგებლობის უფლება. ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას პენიტენციური სამსახური ხვალ გაავრცელებს…

რაც მთავარია, პენიტენციური სამსახურის ასეთი საგანგებო განცხადება, კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდის დღის წესრიგი ნიკა მელიაა!

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    Sariel parlamentshi ro shesuliko ra fadarrialeba iqneboda? Darchirat tu dhevidoda anda kargi daushvat daashava ro moixsna samajuri mashinve ratoardaakaves vinmem amixsenit gemudarebit

  2. ანონიმური

    წულუკიანმა მისი ნარეცსი დატოვა—-???!!!

  3. ანონიმური

    წულუკიანის რეფორმები და ტალღები მოვტყან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.