“მელაშვილი და ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები” – ლია მუხაშავრია

პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” წევრი, ლია მუხაშავრია, ეხმაურება დავით გარეჯის საქმეს და აცხადებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა პოლიტპატიმრები არიან.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები

იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა , რაც გადაიზარდა მათ დაპატიმრებაში. ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.

მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინ ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული.”- ამბობს მუხაშავრია.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    ახლა, ისეთ განცხადებებსაც ნუ გააკეთებთ, რომ თქვენი ჭკუათმყოფელობაც ეჭვის ქვეშ დადგეს

  2. დარეჯანი.

    ერთი შენ ხარ პოლიტპატიმარი და მეორე მაგენი.ყავლი დაუკარგედ პოლიტპატიმრებს. ეს დედაკაცი მეზიზღება ჭირივით. სოფლელი თუთიყუში. იმეორებს დაზეპირებულ ფრაზებს. ნეტა რამდენი გადაგიხადეს. მაგ სისულელის თქმაში.

  3. ანონიმური

    რა თქმა უნდა!

  4. ბათუ

    სამსახურეობრივ საქმეებზე დაჭერილი ადამიანები ოპოზიციისთვის როგორ არის ყ ვ ე ლ ა პოლიტპატიმარი?

  5. Levan

    Qartuli ar icis da saxelmwifo komisiashi iyo?’n tqven bidzia shig xoar gaqvt??! Eget qveyanas ver damisaxelebt sadac enis ucodinari qveynis sajaro samsaxurshia oooooooeeeeeeee

  6. ანონიმური

    მაგას გამოძიება დაადგენს

  7. ანონიმური

    უნდა დაველოდოთ გამოძიების შდეგებს

  8. ანონიმური

    ამ ქალზე იძახდნენ ჭკვიანიაო? ერთხელ მოვისმინე მისი ივტერვიუ და მაშინაც მის განათლებაში და როფესიონალიზმში ეჭვი შემრპარა, ეჭვები გამიმყარა მისმა დღევანდელმა დანცხადებამაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.