მეთევზეების დახმარების ნაცვლად “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობა ზღვის ბუნებრივ რესურსებს უცხოური კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ იყენებს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თავის გუნდთან ერთად ფოთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მეთევზეებს და ქართველ ფერმერებს შეხვდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ადგილობრივ მეთევზეებს რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე, ვეღარ ანხორციელებენ ბიზნეს საქმიანობას და „ქართულმა ოცნებამ“ მონოპოლია დაამყარა უცხოური კომპანიებისთვის.

„ახალი რეგულაციებითა და შეზღუდვებით, „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობამ გაანადგურა ჩვენი ადგილობრივი მეთევზეების ბიზნესი, დააფუძნა მონოპოლია უცხოური, თურქული კომპანიებისთვის, როგორც ჩვენი ბუნებრივი რესურსების ბენეფიციარები. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივ მეთევზეებს დაეხმარონ რეგულაციების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობის შეძენაში, საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეუძლებელს ხდის განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. დამსხვრეული ოცნებების მთავრობას უბრალოდ არ აღელვებს ხალხი და მათი საარსებო წყარო, ისინი ზრუნავენ მხოლოდ იმ “დიდ თევზეზე”, რომელიც პარტისთვის და მის მეგობრებისთვის ფულის მომტანი იქნება. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქართველ ფერმერებსა და მეთევზეებს, რომ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ნაცვლად იმისა, რომ ის უცხოელებს მიყიდონ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ეხლა გაგახსენდა ვაშაძევ თევზი?

  2. domino pkv games

    Thank you, I have just been looking for info approximately this topic
    for a long time and yours is the best I
    have found out so far. However, what in regards to the bottom line?

    Are you positive about the source?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.