მედიის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთიუნიანი დაჭრილია

სომხეთის მედიის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთიუნიანი დაჭრილია და ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მედიის ცნობით, გენერალ ჯალალ არუთიუნიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა გასცა.

მედია იუწყება, რომ არუთიუნიანი ფრონტის ხაზზე დაიჭრა და მას მოვალეობის შესრულება ამჟამად არ შეუძლია. მის ადგილს მიკაელ არზუმანიანი დაიკავებს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.

  •  
  •  

One Comment

  1. 5

    სახელი “ჯალალ” ერქვა ერაყის ყოფილ პრეზიდენტს.(ჯალალ თალაბანი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.