„მეგონა მდიდარი სანდრო ბრეგაძე იჯდა ეთერში, რომელსაც უშიშროება კვებავდა”

მამუკა ხაზარაძის განცხადებას რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცულია და მხარს არ უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

თაკო ჩარკვიანი: „მამუკა ხაზარაძეს, როცა ვუსმენდი, მეგონა მდიდარი სანდრო ბრეგაძე იჯდა ეთერში, რომელიც საკუთარი ფულით გამდიდრდდა, რადგან ყველას მოეხსენება, სანდრო ბრეგაძეს მთელი ცხოვრება უშიშროების ფული კვებავდა.

ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო უმცირესობების პრობლემები საქართველოში, ასეთ ადამიანებს უბედურ დღეში აყენებენ. პოლიტიკოსი შეიძლება გამოვიდეს და ასე ილაპარაკოს, როგორც ილაპარაკა?

ერთნაირსქესიანთა ქორწინებას რაც შეეხება, ვერ დააყენებს პარლამენტი ამ კანონპროექტს, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. აბსოლუტურად ლიბერალი ვარ ამ საკითხზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რთული იქნება ამის დაკანონება.

ვის ქორწინებაზე ლაპარაკობთ ხალხო? ხალხი ქუჩაში ვერ გამოდის, სამსახურს ვერ შოულობს.

მამუკა ხაზარაძე, როცა ამბობს ათიათასი ადამიანი მყავს დასაქმებულიო, ისიც თქვას რამდენი ყავს გაკოტრებული?!“

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.