„მეათე გარდაცვლილს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ მეათე ადამიანს – 45 წლის ქალს, რომელიც მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიოდა, კოვიდ ინფექცია აღარ ჰქონდა და ის ინსულტით გარდაიცვალა.

„ეს იყო ერთადერთი ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც აშშ-ში გარდაცვლილთა 20%-ი 20 წლიდან 64 წლამდეა. საქართველოში ეს იყო სამწუხარო, თუმცა ერთადერთი შემთხვევა, როცა 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა. ამ ქალბატონს ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია, პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი, მაგრამ  მას ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის გარდაიცვალა ინსულტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ მოუფრთხილდნენ ხანდაზმულებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს. მან ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ დაიცვან წესები.

„ნუ გაუთამამდებიან ახალგაზრდები, რადგანაც გაცილებით უფრო იშვიათად, მაგრამ არც თუ ძალიან იშვიათად უცხოეთის ქვეყნებში არის გარდაცვალების შემთხვევები ახალგაზრდებში“, – თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით მეათე ადამიანი 8 მაისს გარდაიცვალა. გარდაცვლილი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიოდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. Elisabedi

    Mikvars es adamiani. Madloba simartlistvis batono Tengiz, icocxlet didxans.

  2. ანონიმური

    მადლობა თქვენ დაუღლაავი შრომისთვის ბატონო თენგიზ გაიხარეთ

  3. ანონიმური

    იმედია მეტი მსხვერპლი არც გვეყოლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.