„მაშინ მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, ოღონდ მერე საკუთარ თავს დააბრალეთ ყველაფერი!“


„ქართული ოცნება“ არჩევნების მოგებასა და ხელისუფლების შენარჩუნებას კი აპირებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პარტიას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და კვლავ მართოს ქვეყანა. „ქართული ოცნება“ უკვე 8 წელია ხელისუფლებაშია და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა უკან და უკან მიდის, ხალხის ყოფა უფრო და უფრო უარესდება. „ქართული ოცნებას“  არჩევნების მოგების რესურსი არ გააჩნია, გარდა სახელმწიფო სტრუქტურებში დარჩენილი ადამიანებისა, ისინი კი არჩევნებზე ხმების 51%–ს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ „გაუქაჩავენ“. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წყარო „ნაცმოძრაობაა“. ხალხის სიძულვილი სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, სააკაშვილის ბანდიტების მიერ ჩადებული საშინელი საქმეები, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოუძიებელია და დამნაშავენი დღემდე დაუსჯელები არიან. თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, „ნაცები“ დაბრუნდებიან და უარეს დღეში ჩააგდებენ ხალხსა და ქვეყანას, ისევ ჯოჯოხეთს დაატრიალებენო, – გვემუქრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები.

საკუთარი გაკეთებული საქმეებით ვერ ტრაბახობენ, ვერ ამბობენ, ესა და ეს გავაკეთეთ ამ 8 წლის მანძილზე და ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, მეტი გავაკეთოთო.  თუ რაიმე გააკეთეს, დავუშვათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,  სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები, კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური შედეგი დადეს (ესეც იმ შემთვევაში, თუ მსოფლიოს მასშტაბის აფერასთან არ გვაქვს საქმე), გაცილებით მეტი გააფუჭეს. ქვეყანას ისევ კლანური მაფია მართავს. ის შობელძაღლი სააკაშვილი პრეზიდენტი მაინც იყო, ივანიშვილს კიდევ არანაირი სახელმწიფი პოსტი არ უჭირავს და სახლიდან მართავს ქვეყანას, თუ ამას მართვა ჰქვია. კლასიკური მაფიის ბოსის რანგში მართავს ქვეყანას, ამიტომაც არის გადარეული მთელი ცივილიზებული მსოფლიო.

გადაჭამეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებმა ქვეყანა. ბიუჯეტიდან ეზიდებიან ფულს სახლში. რასაც ხელფასებისა და პრემიების სახით იღებენ ჩვენი მინისტრები, დეპუტატები, ეს ხურდა ფულია. არადა, ეს „ხურდა“ რამდენიმე მილიონი ლარია წლიურად.  მათი ოჯახის  წევრების, ნათესავების სახელზე გაფორმებული კომპანიები იგებენ მსხვილ ტენდერებს სახელმწიფო სტრუქტურებში, ზოგს ტენდერიც არ სჭირდება, პირდაპირი  წესით უფორმებენ მრავალმილიონიან კონტრაქტებს და მერე, ეს ბიზნესმენებად ქცეული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები აფინანსებენ „ქართულ ოცნებას“. 

ამ პარტიას აფინანსებენ ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ივანიშვილის გარემოცვის კეთილგანწყობით სარგებლობენ, რომლებიც, ასევე, ტენდერს ტენდერზე იგებენ. ისე გათავხედდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ბიუჯეტიდან მიღებული დაუმსახურებელი მილიონებიდან  საკუთარი ფავორიტები, „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავენ, „ატკატის“ ნაწილი პარტიის ბიუჯეტში მიდის,  ბიუჯეტის ფულით აფინანსებს პარტიას და შესაბამისად,  კარს მომდგარი არჩევნებიც ჩვენი, გადასახადების  გადამხდელების ფულით უნდა დავუფინანსოთ „ქართულ ოცნებას“.

დაგვცინის კი არა, თავზე გადაგვიარა ამ კაცმა. გვეუბნება, ადექით და, ჩემი ხელისუფლებაში დარჩენა, ჩემი კლანის კიდევ 4-წლიანი „გულაობა“, საკუთარი უბედურება, უმუშევრობა, კატასტროფულად მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები, უმუშევრობა,  გაუფასურებული ლარი, ათჯერ გაძვირებული ცხოვრება, დანგრეული ეკონომიკა, უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, შერყეული ჯანმრთელობა, უექიმობა და უწამლობა, ადექით, და საკუთარი ფული იყიდეთო. მოკლედ, ხალხმა უამრავი პრობლემა, საკუთარი ფულით, 4 წლით უნდა იყიდოს, ოღონდ  ხალხის  ფულს,  ხალხის  ნაცვლად, სხვები გადაიხდიან არჩევნებზე. უბედურება რაშია, იცით? აი ამას, ბიძინა ივანიშვილის  ამ ცინიზმს, ცოტა ხვდება, ცოტა ხედავს და ხალხი ამას არ აპროტესტებს. მართლა ცხვრებივით სხედან სახლში. „ფეისბუკში“ აპროტესტებენ, აკაკუნებენ და აკაკუნებენ კლავიატურაზე დაუსრულებლად და  ჰგონიათ, ამით თავიანთ ვალს იხდიან, ქვეყანას საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში შეეწივნენ. „ფეისბუკით“ აშენებული ქვეყნის დედაც!

კედელთან უნდა მივაყენოთ ეს გარეწრები და მერე ვნახოთ, ხალხის შიშით, გააკეთებენ თუ არა საქმეს. იქნებ იხვეწებოდნენ, ეგ ერთი და კიდევ რა გაწუხებთ გვითხარით, იმ პრობლემებსაც მოგიგვარებთო. სხვაგვარად ამათთან ლაპარაკი არ შეიძლება. გაქსუვდნენ, ცალ–ცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსულები მილიონერები გახდნენ, მთელი სახელისუფლო ვერტიკალის წარმომადგენელთა ქონებრივი დეკლარაციები, სავსეა დაუსაბუთებელი ქონებით, ქვეყანაში კიდევ არავინ არის მოკითხოს, საიდან აქვთ ამდენი დაუსაბუთებელი ქონება.  
ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდებაო, ისევ იმით გვაშინებენ, რითაც 2016 წლის არჩევნებზე, იქიდან  მოყოლებული, ყველა დანარჩენ არჩევნებზე.  იმითაც გვემუქრებიან, „ნაცები“ არეულობის გზით აპირებენ დაბრუნებას, რევოლუციის გზით და მერე ნახეთ თქვენ, რა დღეში ჩაგყრიან შურისძიების გრძნობით დაბრუნებული სააკაშვილის სისხლისმსმელი მანიაკებიო. ჯერ ერთი, არეულობის გზით ჩემს ფეხებს დაბრუნდებიან. დამბრუნებელი 8 წლის მანძილზე დაბრუნდებოდა და ერთ რევოლუციას მოაწყობდა, მით უმეტეს, საამისო ფინანსური და სხვა  რესურსი აქვთ „ნაცებს“. რევოლუციით ვერ დაბრუნდებიან, რადგან დასავლეთიდან წითელი არ აქვთ ანთებული, ამის ნებას არ აძლევენ,  ევროპას და ამერიკას არ სურთ კავკასიაში დესტაბილიზაცია და მეტი საქმე არ აქვთ, ახლა „ნაცების“ გამო რეგიონში არეულობას დაუშვებენ. „ნაცების“ არც მშვიდობიანად დაბრუნების შანსი არსებობს. რატომ დააბრუნებენ? აუტკივარ თავს რატომ აიტკიებენ? ხელისუფლებაში იყვნენ და გაუშვეს, ხელი არ გაატოკეს 2012 წელს, რომ ხალხის ნებას წინ აღდგომოდნენ და ხელისუფლებაში დაეტოვებინათ. ამერიკელები „ქართულ ოცნებას“ მოიშორებენ, როდესაც დასჭირდებათ და „ნაცებს“ კი არა, სხვა, ახალ  ულტრა–ლიბერალურ პოლიტიკურ ძალას მოიყვნენ ხელისუფლებაში, დემოკრატიის იმიჯით შეფუთულს. ცხადია, თუ ქართველმა ხალხმა ხმა არ ამოიღო, არ იაქტიურა და ეროვნულ–პატრიოტული ძალები არ მოიყვანა მანამდე ხელისუფლებაში. ასეა, როდესაც საკუთარი ქვეყნის მართვის უნარი ხალხს არ გააჩნია, მას მმართველებს უცხოეთის გავლენიანი ქვეყნები უნიშნავენ. დღეს, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ნულის ტოლია და ამაზე ის კვლევებიც  მეტყველებს, რომელთაც მათთან დაახლოებული კვლევითი  კომპანიები ატარებენ  და 20 პროცენტზე მეტი რეიტინგი ვერა და ვერ გაუქაჩეს. როდის იყო,  20%–იანი პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ? „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთ თამაშს თამაშობენ, ისევ იმის იმედი აქვთ, რაც ამ ბოლო არჩევნებზე მოხდა, როგორც საპარლამენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისას. უმრავლესობაში „ქართული ოცნება“ მოვა, მეორე ადგილზე „ნაცმოძრაობა“ გავა და  მთავარი  ოპოზიციური  ძალის სტატუსს შეინარჩუნებს და 4 წელი ერთად იგრიალებენ ბიუჯეტის ხარჯზე. „ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ არაფერს გააკეთებს, ბევრს გააფუჭებს და „ნაცებს“ დააბრალებს, ესენი არ გვანებებენ საქმის კეთებას, ესენი გვიფუჭებენ საქმესო. ერთმანეთის ლანძღვა–გინებაში გაატარებენ 4  წელს, ვითომ დაპირისპირების დადგმულ სპექტაკლებს გვაყურებინებენ და ამასობაში, რაც დარჩა ამ ქვეყანაში, იმ ქონებასაც მიითვისებენ „ქოცები“. რაც აქამდე იყო, იგივე იქნება.
„ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ხალხმა აღარ უნდა  ჭამოს უკვე რამდენჯერმე ნაჭამი ეს ბლეფი, „ნაცების“ დაბრუნების შიშით „ქართულ ოცნებას“ რომ ირჩევდა. უარი უნდა უთხრას „ქოცებს“ და პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოიპოვოს. მეტიც, ვერ ერთმა პარტიამ ვერ უნდა მოიპოვოს მანდატების იმდენი რაოდენობა, რომ კოალიციური პარლამენტი შექმნას, მერე კოალიციური მთავრობა და მართოს ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში, სახელისუფლებო რესურსისა და დიდი ფულის  წყალობით, ისევ „ქართული ოცნება“ გავა პირველ ადგილზე და მერე ვის დაებლოკება, „ნაცებს“ თუ „ევროპულ საქართველოს“, ერთი ჭირია ქვეყნისთვის.  კოალიციურ რეჟიმში გაგრძელდება ქვეყნის ნგრევა და გაპარტახება,ხალხის კუთვნილი ქონებისა და ფული მითვისება. ვინ გაძარცვავს  ხალხს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი და გონივრული გამოსავალი ის იქნება, თუ ნეიტრალური ამომრჩეველი  წავა არჩევნებზე და ხმას იმ პარტიას მისცემს, რომელიც მოსწონს. თუნდაც ბარიერი ვერ გადალახოს ამ პარტიამ. ამით „ქართულ ოცნებას“ მათი ხმების გამოყენების უფლებას არ მისცემს. კოალიციური პარლამენტი არ უნდა შეიქმნას და უნდა დაინიშნოს ვადამდელი, რიგგარეშე  არჩევნები. ხალხმა უნდა დაანახოს ყველა, მეტ–ნაკლებად რეიტინგულ  პოლიტიკურ ძალას, რომ არც ერთს არ ენდობა, არც ერთს არ ანდობს ქვეყნისა და საკუთარ ბედს.

ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს და მაშინ, იქნებ გამოფხიზლდეს ხალხი. სიმართლე გითხრათ, ასეთ შემთხვევაშიც კი, ეროვნული ძალების გაერთიანების იმედი არ მაქვს, არ მჯერა, რომ საერთო ენას გამონახავენ და ვადამდელ არჩევნებზე ერთ ბლოკად გამოვლენ. მით უმეტეს, მშვენივრად  ვიცი, მათი  ნაწილი მართულია სუს–ის მიერ, ნაწილს ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებთან გარკვეული ვალდებულებები აქვს, ძველი ვალები აქვთ გადასახდელი და „ქართულ ოცნების“ ცალკეულ ლიდერებს კი უპირისპირდებიან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ღიად, მკვეთრად ვერ დაუპირისპირდებიან, „ქართულ ოცნებასთან“ სამკვდრო–სასიცოცხლო პოლიტიკურ ბრძოლაში ვერ შევლენ. რჩება რამდენიმე სახალხო–ეროვნული  გაერთიანება, რომლებიც ამ 8 წლის მანძილზე არ გასვრილა. რჩება ის ხალხი, რომლები  წლების მანძილზე ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, მერე 2012 წელს ლომის წილი დაიდეს არჩევნების მოგებაში, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს ხალხი გარიყა, თანამებრძოლები „გადაყარა“ და მათ  ნაცვლად ხელისუფლება ჩააბარა იმ ხალხს, ვინც „ნაცებთან“ ბრძოლისას ბუჩქებში იმალებოდა ან  მათი გაპრავებით იყო დაკავებული – არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს, დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილს, სოფიო კილაძეს, თამარ ჩუგოშვილს, სოფო ქაცარავას, ვანო ზარდიაშვილს და სხვა, შემთხვევით ადამიანებს.  იმედია, ეს ხალხი, ასეულ ათასობით ადამიანი,  ვინც გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა და „გადააგდო“, ასეთ შემთხვევაში,  დარჩენილ სუფთა ეროვნულ  ძალებთან ერთად შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და წესით, ეს არ უნდა გაუჭირდეთ. შექმნიან ძლიერ პოლიტიკურ პარტიას და ვადამდელ არჩევნებს მოიგებენ, იქცევიან  უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ამდენი ხანია ელოდება ხალხი. ამით დასრულდება კოაბიტაციად წოდებული „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური პროსტიტუცია. დასრულდება არაფორმალური, მაფიოზურ–კლანური მმართველობა ბიძინა ივანიშვილისა, მისი ამფსონებისა, რომელთაც ბიუჯეტის, ხალხის ფული  ჯიბის ფულად მიაჩნიათ და ქართველი ხალხი მსახურებად – ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ბიუჯეტში ფული შევიტანოთ და  მათ უნდა მოიპარონ. 

თუ გავაპროტესტებთ, კიდევ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ეს არის ერთადერთი ხსნა ამ ქვეყნისა, ახალმა ეროვნულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება და დაუბრუნოს ქვეყანას განვითარების შანსი,  რომელიც მინიმუმამდე დაიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. სხვაგვარად, „ქართული ოცნება“ მოიგებს  არჩევნებს თუ სხვა პარტიასთან ერთად კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა წუმპეშიც  ვართ, იქვე დავრჩებით.


„ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს ხელისუფლებას. ვისაც ეს ქვეყანა, მისი ბედი ედარდება, ხმა არ უნდა მისცეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა იმ მარაზმის გაგრძელებას ნიშნავს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.  4 წლით გაგრძელდება ჩინოვნიკების მიერ ბიუჯეტის ძარცვა,  კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი, გაძვირდება ცხოვრება, გაუარესდება სოციალური მდგომარეობა, ყველა მიმართულებით მოიმატებს სოციალური პრობლემები. მოიმატებს იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც წამლისა და ექიმის ფული არ გააჩნია და ამის გამო, ამ ავადდებიან, ან იხოცებიან. გაიზრდება უმწეო ოჯახების რაოდენობა, რომელთაც შეურაცხმყოფელ კაპიკებს უხდიან ეს გარეწრები, თვითონ კი არაფერს იკლებენ.  გაიზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ელემენტარული საჭმელი არ  გააჩნიათ. ომის ვეტერანებს 22 ლარიან პენსიას უხდიან და ზედ ბოდიშსაც არ აყოლებენ, თითქოს ეს ნორმალურია.  გაუარესდება კრიმინოგენური მდგომარეობა და ამის არათუ ნიშნები, ფაქტები სახეზეა. არა, ეს ქვეყანა 90–იან წლებში არ დაბრუნდება, მაგრამ თანამედროვე განგსტერულ სახელმწიფოდ გადაქცევის დიდი შანსი გვაქვს. ვინ დაგვიცავს? პოლიცია და პროკურატურა? რომელი? ლეგენდარული დავით ყიფიანის ვაჟი, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი რომ ვერ დაიცვეს, ისინი?

გარეწარმა ოთარ ფარცხალაძემ კაცი სარდაფში აწამა და ხახვივით შერჩა. სულში ჩააფურთხა ცხონებულ  დავით ყიფიანს, კაცს რომელსაც მთელი საქართველო ეთაყვანება. ვინ აგდია ოთარ ფარცხალაძე? ბიძინა ივანიშვილის ახლობელია, ბერა ივანიშვილია მისი შვილიშვილის ნათლია და მისთვის ყველაფერი მოსულა. რაც უნდა დააშავოს ამის მერე, ყველაფერი შერჩება. რატომ? მთელ ერს თავზე გვიქნა, შერჩა და სხვასაც მოვითმენთ, რა პრობლემაა? დავით ყიფიანის  ფანებო! თქვენ „ფეისბუკში“ ლეგენდის ფოტოები და ვიდეოები ალაიქეთ, აკომენტარეთ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო და ხმა არ ამოიღოთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, გარდაცვლილი ლეგენდა  შეურაცხყო ვიღაც ხეპრემ, წერა–კითხვა ფინანსურ პოლიციაში  მუშაობის დაწყებისას რომ ისწავლა.  რას უზამდნენ იცით, ოთარ ფარცხალაძესთანა ნაძირალას ნორმალურ ქვეყნებში, მას მათი სათაყვანებელი ფეხბურთელის შვილი რომ ეწამებინა? ციხე და პატიმრობა თავისთავად და მერე, თუ გამოვიდოდა ციხიდან, იმ ქვეყანაში არ დაედგომებოდა, უცხოეთში  გაიქცეოდა საცხოვრებლად.  ისიც საკითხავია, შეასწრებდა  ციხეში  თუ ფეხბურთის გულშემატკივრები შუაზე გაგლეჯდნენ. ამის დედა ვატირე, ჩვენი ფეხბურთის ფანებიც რომ არ უქნია  ღმერთს, ერთი პატარა საპროტესტო აქცია მაინც რომ გაემართათ ამ ფაქტის გამო.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა ნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის   საბოლოო დამარხვას. ეს კი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის  ჭაობიდან ამოთრევა შეუძლია,  იმდენი ფულის შემოტანა შეუძლია ბიუჯეტში, რომ ქვეყანას დავემსგავსებით, ათასობით ადამიანი დასაქმდება და ეს თუ გავაკეთეთ, საერთაშორისო ასპარეზზე ნდობა გაგვეზრდება, სხვა მეგა–პროექტების საქართველოში განხორციელების შანსი გაიზრდება. უცხოელები გვენდობიან და დიდ ფულს დააბანდებენ.  ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში და გაგრძელდება მისი კლანის გრიალი, რომელიც მთელ ქართულ ეკონომიკას აკონტროლებს. საქართველოს რკინიგზა, რომელიც ქართული ეკონომიკის ერთ–ერთი ძარღვი იყო, იმდენი მოახერხეს, წამგებიან ორგანიზაციად აქციეს. ხალხის საკუთრება, ბოლნისის ოქროს საბადოები ჯიბეში ჩაიდეს და ისიც კი არ ვიცით, ზუსტად  რა რაოდენობის ოქროს ყიდიან უცხოეთში. კობა ნაყოფია და სააკაშვილი ამას რომ აკეთებდნენ, ცუდი იყო და ივანიშვილი რომ იგივეს აკეთებს, ეს უნდა მოგვწონდეს – „ქოცური“ ლოგიკაა. ახალგაზრდებმა ისიც არ იციან, დავით აღმაშენებელი საქართველოს მეფე იყო თუ პრეზიდენტი,  თამარ მეფის ძე, მეფე ლაშა–გიორგი ორი პიროვნება,  ლაშა და გიორგი ჰგონიათ.   უარესი რაღა უნდა დაგვემართოს?

დავეშვით ნიკარაგუის განათლების დონემდე. ბიძინა ივანიშვილს, მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ ჰკიდიათ ხალხი, მათი შვილების განათლება. საკუთარ შვილებს უცხოეთში  ან აქ,  პრესტიჟულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ასწავლიან და სხვისი შვილები თუ წერა კითხვისას ვერ ისწავლიან,  არც კი  აინტერესებთ. ხალხი ნაგავში იქექება და იქ ეძებს საჭმელს,  ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან  და ეს ცალ-ცალ კალოშიანები, როკფელერის შთამომავლებივით  ცხოვრობენ. სოციალურად დაუცველი სოსო გოგაშვილი, რომელიც ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას ბაზარში, „ნახალოვკაში“  ხორცის გამყიდველი იყო, სუს–ის უფროსის  პირველ მოადგილედ დაგვინიშნეს, მილიონები იშოვნა და საიდან, პატრონი და მომკითხავი არავინ არ არის. გაუნათლებელ და  უმდაბლესი ინტელექტის კაცს ქვეყნის უშიშროების უმნიშვნელოვანესი სფეროები ჩააბარეს. თუ საკუთარ განათლებასა და ინტელექტზე ჩემთან პრეტენზია ექნება გოგაშვილს, ერთ საათში შემიძლია დავუმტკიცო, რომ არც ერთი აქვს  და არც მეორე. გინდათ გაგრძელდეს ფარცხალაძისა და გოგაშვილების პარპაში? გინდათ, განათლებულ ხალხს ყველა სახელმწიფო უწყებაში გზა ჰქონდეს დახშული? გინდათ, საქართველო საბოლოოდ ჩაიძიროს  ჭაობში და გადარჩენის ყველა შანსი გადაეწუროს? გინდათ, რომ 60–იანი წლების ჩიკაგოს დაემსგავსოს ეს ქვეყანა? მაშინ მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, კინჩხიც გიტეხიათ და კისერიც და მერე „ფეისბუკზე“ არ ატეხოთ კაკანი, რომ  ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი მძლავრობს, მაფია მართავს ქვეყანას,  საქართველოში  სიკვდილს ფასი დაეკარგა და ქუჩაში ახალგაზრდებს პანტა–პუნტით ხოცავენ. 

ლევან ჯავახიშვილი, ალია №27

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    monebi da ukanmdzromelepi arian

  2. progresuli qartveli

    bidzina natia chveni da ocneba saxart ai imito vadzlev xmas tu minda baton bidzinas cheb ojaxsac vaxmarinep

    1. კოტე

      შენი და შენი ოჯახი ახლოსაა და მიდი….არ გაჩერდე …რა ჩალით გამოვსებული თავი გაქვს შე საწყალო არც კი ცდილობ უმკურნალო თავს,მოდი ჩემს კლინიკაში ქუთაისში, ადგილები მაქვს და გიმკურნალებთ,თქვენისთანა გიჟები ბევრი დავაყენეთ ფეხზე

    2. ოე

      როდის უნდა მიხვდეს ხალხი, რომ ხელისუფლებას მისივე ხერხებით უნდა ეომო? კანონს უნდა ეომო კანონით!

      რომ გვქონდეს ახლა რეფერენდუმით კანონის გაუქმების უფლება, ანდა დეპუტატის გამოწვევის უფლება, რამდენ ნაგავ კანონს დავახევდით თავზე ხელისუფლებას?

      ბავშვებსაც მივხედავდით, დიდებსაც, განათლებასაც, სვანეთს და რაჭასაც, წყალში რომ გვიძირავენ, დატაცებულ წიაღისეულსაც, უცხოელებზე გაყიდულ მიწებსაც, სოროსსაც, შრომით კოდექსაც, უსამართლო სასამართლოსაც, და კიდევ რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა ერთბაშად.

      ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებია დასაკანონებელი.

      ეს უნდა იყოს პირველადი, ამის გამო უნდა ეწყობოდეს აქციები!ამაზე რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა ისინი, ცალკეული პრობლემები რომ აქვთ “დასაკუთრებული”? ვერ ხვდებიან სადაა ამ პრობლემების სათავე? ან ისინი რატომ არ საუბრობენ ამ მექანიზმებზე, ვინც არჩევნებისთვის ემზადება? არ აწყობთ? არავის უნდა არჩევიდან სამიოდ თვეში რომ დააპანღურონ, ხომ?

      კარგით იმათ არ აწყობთ, და ხალხს? ვინ უნდა აირჩიოს, ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხალხი, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმისგან, ვისაც ირჩევს!

      რადგან სისტემაა ისეთი, ანგელოზიც რომ მოხვდეს პარლამენტში, ისიც კი გათახსირდება. ჯერ არ გათახსირებულან, თუ რა?

  3. ანონიმური

    ეჰ, ლევან! ლევან! ეს არის მოცემულობა – ორი გზა – იქით წახვალ ისე იქნება, აქეთ წახვალ ასე იქნება. მესამე გზა არ არსებობს. შენ ალბათ, ან მოსყიდული დემაგოგი ხარ (დემაგოგობა გამარტივებულია, რეალური საფუძვლები გააჩნია), ან ძალიან ბრიყვი ხარ. ნაც-საქოცეთი ურთიერთშეთანხმებული ერთი მედროვეთა გუნდია, ერთმანეთის სასარგებლოდ ლელოს გასატანად, ყალბი სპექტაკლების გადათამაშებით დაკავებულნი. ხომ მართლა, ლელოც ამათი თამაშის შემადგენელია. ეს გადათამაშებული სპექტაკლები რომ ჩაიშალოს, ზუსტად ოცნებას უნდა მისცე ხმა, და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითი ერთობით ამ პარტიას უნდა დაეკისროს ისევ სრული პასუხისმგებლობა.2012 წელს თუ გგონია ნამდვილებით მოიგო ოცნებამ, ეს სრული ბლეფია, უბრალოდ ბრიყვ მასად გამოყენებულები იქნენ. ნაც-საქოცეთის მიერ შეთანხმებული ანგარიშით დაიდო ის პროცენტული მაჩვენებლები, რამეთუ, ნაცებს იმდენი ხმა არ აუღიათ, დაუწერეს ასე რომ,ყალბი დემაგოგობიდან, თუ სიბრიყვიდან გამოდით, ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში და რთული პოლიტიკური მოცემულობის საფუძველზე, რამეთუ, დიდია შანსი მოთამაშე ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის, და პასუხისმგებლობა ისევ უნდა ვატვირთვინოთ ქართულ ოცნებას. 2012 წლის შეთანხმებული ყალბი თამაში, რეალობით, 2020 წლისთვის მაინც, ომის სრული მოგებით უნდა დაგვირგვინდეს. სხვა გზა, სხვა არჩევანისა ფიზიკურად არ არსებობს. სხვა გზა, პოლიტიკურ პოლიგონზე შეთანხმებულ მოთამაშეთა თამაშის კარგად დაგვირგვინება იქნება. ბიძინამ უკვე აყვირათ – გადაგვყარა, გადაგვყარაოოო! და რურუას შეატოვა გაკოტრებულ-გაუპატიურებულნი. და არ არის გამორიცხული, რომ მართლა გადაყარა ეს მედროვე პოლიტმეძავთა ბანდა. ფხიზლად, ქართველებო! რთული პოლიტიკური პარტია თამაშდება და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ქართული ოცნების გამარჯვება ბიძინას დახმარებით და სახელმწიფოს მართვის სადავეხელაღებულობა გიორგი გახარიას თამადობით ამ პოლიტიკური მოცემულობისთვის ყველაზე გამართლებულია. მორჩა. წერტილი.

    1. ანონიმური

      100procentianixar bidzina titon ocnebam gadaagdo arsad aruxsenebia gaxarias pond qartus daxmareba kovidisdros aketeben shavsaqmeebs bidzinas zurgs ukan es nadzirlebi mxolod imitom udzvrebian kargat rom ikon ex batono bidzina droze gaaxilet tvali

    2. ანონიმური

      გახარიას დარჩენა ნიშნავს— რუსი მოკვდა, რუსი ჩადგა! ყველაზე ურცხვად იტყუება ყველა წინამორბედთან შედარებით! შენ შეიძლება მეზვრიშვილი ხარ და გახარია გხატავს, ამ ქვეყანას არ არგია გახარია, წერტილი……………………….

      1. ანონიმური

        გონება შეზღუდული იდიოტი ხარ. წერტილი.

        1. ანონიმური

          საკუთარ თავს უთხარი ეგ სიტყვები

  4. ანონიმური

    2011 წლის ბოლოს ნახა ქართველმა ხალხმა ბიძინა პირველად, მისი ხმაც პირველად მაშინ მოისმინა…
    რამდენიმე თვეში კი ქვეყანა ჩააბარა სამართავად.
    აი ასეთ ყლე ნაროდს რომ ნოტაციებს უკითხავ ბ-ნო ჯავახიშვილო, რის იმედი გაქვს ?
    ერთადერთი შანსი არის დასავლური კურსი. ამ კურსზე შევდეგით და ავად თუ კარგად, ხშირად შეცდომებისა და დაპირისპირების ფონზე, მაინც მივდიოდით დასახული მიზნისკენ…
    და უცებ, ბააახ – “ზადნი” მივეცით და დეპოში შევედით. თან ჩიხში, სამუდამო ჟანგვისთვის განწირულნი.

    1. ანონიმური

      100 %-იანი იდიოტი. ქვეყანას რუსეთისკენ ვიტომ დასავლური იმიჯის ოპოზიცია მიაქანებს. მართვის საჭე მოაბრუნებს უცებ, რადგან ამ მედროვეების იდეოლოგია და სამშობლოს ცნება, კარიერა და ფულია მხოლოდ.

  5. ანონიმური

    რატომ ისვრებით. თქვენივე პირიდან გამოსულ მძღ-ში. მეტი კორექტულობა გმართებთ

    1. ანონიმური

      მძღნერში ზიხარ შენ და მიირთმევ კორექტულად!

  6. გარიკ

    ელოდეთ ელოდეთ ბინძურო და აქოთებულო ტროლებო…..ო ც ნ ე ბ ა გაიმარჯვებს და თქვენც ჩაგივარდებათ ენა პირში. ცალტვინიანებო ისე ხართ გარჭობილი მოღალატეების მუნდში რომ ვერ გამოდიხართ,საცოდავებოოოოო

  7. დიტო

    00000000 % ???????????????სისულელე

  8. ანონიმური

    ოცნება დღეს ყველაზე კარგი ალტერნატივააა

  9. ნათი

    1000% ხართ. ვინ არის უკეთესი? ისევ ძველი მკვლელები და კრიმინალები ტრიალებენ წრეზე.

  10. ანონიმური

    მმართველი გუნდი იქნება ლიდერი

  11. დოდო

    ახია ამ ხალხისთვის ყველაფერი. გონება ჩლუნგი და გაუნათლებელი ერია. ერთთეულები ფულს შოულობენ . დანარჩენი კი მშიერია . მაინც ეს მთავრობა უნდათ. ან შვილები არ ადარდებთ ან თავიანთი თავები. ნუთუ ესე დაბეჩავდა ქართველი ერი.

  12. Irina

    არავის აღარ მივცემ ხმას.არავისი არ მჯერა საქართველო ჩაძირეს სიღატაკეში,თვითონ მილიარდები სად შეინახონ აღარ იციან,მძულხართ ყველა მთავრობის წარმომადგენლები სულით ხორცამდე.აღარც ხალხის გაჭიევება გაწუხებთ აღარც ღმერთთან დაშორება.უღმერთოებო და გულის ამრევებო.ბავშვებს შიათ, ახალგაზრდები იხოცებიან.კრიმინალები არიან ათავეში და უკეთესს რას უნდა ველოდეთ.კუდევ ჩამოგირიგებენ ხახვს და კარტოფილს და მიეცით ხმა.გაარყიეთ თავები და ცოტა გაიღვიძეთ .თორე ჯერ ჟურნალია და კინოს მერე უყურებთუნამუსოები კიდევ ხმის მიცემა უნდათ ვერ გაძღნენ.

  13. ანონიმური

    ამ მᲗავრობას რომ კიდე ხმას მისცემს ან კარგად უხდიან ან Ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს სხვა ვარიანტი არ არსებობს

  14. პოხუისტი

    ეხ არცერთი არც მეორე არ ვარგა ნეტა ერთი წესიერი პარტია მოვიდეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.