მატარებელში გაჩენილ ხანძარს “ვალენტინის” საჩუქარი და მგზავრების ბარგი ემსხვერპლა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად მგზავრების ბარგი და „ვალენტინის“ დღის საჩუქარი შეეწირა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„იყო პანიკა, მაგრამ საკმაოდ მობილიზებულად მოხდა ჩვენი ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. აბაშაში მერიამ გამოგვიყო მიკროავტობუსები, რომლის საშუალებითაც მოვემგზავრებით ზუგდიდისკენ“, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

მოგვიანებით, საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა განცხადება, რომ „ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.

width=570
width=570
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.