მასობრივი სასაკლაო ქალაქის ცენტრში – 180-ზე მეტი გახრწნილი გვამი

ბურკინა-ფასოში ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის ინფორმაციით, 180 ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი ქვეყნის ჩრდილო რეგიონში, იქ სადაც ჯარისკაცები ებრძვიან ჯიჰადისტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალები მონაწილეობდნენ სასამართლოსთან შეუთანხმებელ და არასანქცირებულ მასობრივი მკვლელობების განხორცციელებაში.

7 თვის განმავლობაში ქალაქ ჯიბოში ნაგავსაყრელზე 20-20 ადამიანის გარდაცვლილი სხეულები ერთგვარი მწკრივებად იყო დაყოფილი, რომლებიც შემდგომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დამარხეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, დამნაშავეები ბოვეიკები არიან. „ რთულია მოსახლეობისთვის, ერთმანეთისგან გამიჯნონ ტერორისტული ჯგუფები და თავდაცვის, უსაფრთხოების ძალები“- აღნიშნა ქვეყნის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

ბურკინა ფასო, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას დაჯგუფების გასამხედროებულ ფორმირებებს 2016 წლიდან ებრძვის. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა, კორინ დუფკამ განაცხადა, რომ ქალაქი ჯიბო უკვე 4 წელია რაც მასობრივი მკვლელობების „ველად“ გარდაიქმნა.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.