“მარგველაშვილს “ოცნებასთან” გარიგება ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებისას”

პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებაზე საუბრობს:

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს, არც მარგველაშვილს და არც კვირიკაშვილს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. თუ არა და, შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ხოლო თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ?! მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა. მოკლედ, მე არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია და ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა, რადგან მაშინ „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ბატონო დათო,დიდ პატივს გცემთ,მხოლოდ ერთს გკითხავთ,სად არიან ის სტერილური პატრიოტები,არსად არაფერში რომ არ არიან გასვრილები.ყველა ვიღაცის რაღაცაშია ნამყოფი.მარგველაშვილის ბოლო პოზიცია ძალიან მისაღებია.თქვენ?რეალურად რა ნაბიჯებს დგამთ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.ისრების კონის იგავი მახსენდება ამ წუთში.მხოლოდ ლაპარაკი და თითის გაშვერა,ნოლი შედეგია!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.