“მანდ ვწუწუნებდი და ახლა ერთ “მარლბოროში” 31-32 ლარს ვიხდი” – პარიზული დეზერტირების ბაზრობა

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:

“მანდ პერიოდულად ვწუწუნებდი რაღაც კაპიკებით თუ მოიმატებდა სიგარეტი და ახლა ერთ კოლოფ “მარლბოროში” ქართულ ფულზე დაახლოებით 31- 32 ლარს ვიხდი, ( 9.50 ევრო, ზოგან 9.80 )


უფრო სწორად ვიხდიდით, რაც მე და მიშამ ბარბესზე (ვინც დედამ შვილი დაწყევლა პლანეტაზე, ყველა მანდაა დ) ისმაილი არ აღმოვაჩინეთ.


ისმაილი სიგარეტების გადამყიდველია, რომელიც კლიენტებს ფასდაკლებით ათ ევროში სამ კოლოფს გვაძლევს, ისეთი ბედნიერები ვართ ცხრა ლარს რომ ვიხდით კოლოფში, არ იცით; დ
წამეღო ბლოკებით…
რავი, რომ მირჩიეს, საზღვარზე ტვინი არ შეღრნან, კონტრაბანდა არ ეგონოთქო.


ვერაფრით წარმოვიდგენდი, პარიზში სიგარეტის დეფიციტი თუ იქნებოდა.
ჰო, რაც მთავარია, 9.80 ევროიანი “მარლბორო” 90 იანებში “მაგნა” “კონგრესი” და “ვაისროი, ” რომ გამოდიოდა იმაზე მყარლია და სპეციალურ საწყობებში და ჩიხებში იყიდება, იაფად გაბოლებას თუ დააპირებთ, მეტროებთან უნდა აბირჟაოთ, ჩამოივლიან ისმაილას კოლეგები და ისე როგორც დეზერტირების ბაზრობაზე ბოშები ჭექავდნენ, მალბორო მალბორო ჟუვაჩკაო, ესენიც ასე იძახიან შუა პარიზის ქუჩებში და მერე მიდის ვაჭრობა 😜
ჰოდა წავედით მე და მიშა ისმაილას საძებნელად – გვეწევინება…”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.