მამუკა ხაზარაძე – 31 ოქტომბრის შემდეგ თუ ისევ“ქართული ოცნება” დარჩება მმართველობაში, ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაიღუპება

მამუკა ხაზარაძე – 31 ოქტომბრის შემდეგ თუ ისევ“ქართული ოცნება” დარჩება მმართველობაში,  ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაიღუპება

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა  და განმარტა, რომ არჩევნების შემდეგ,  მისი პარტია საქართველოში კორუფციას  დაასრულებს.

კერძოდ, საქმე ეხება, კოვიდ პანდემიის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ საგარეო ვალის არამიზნობრივად და სელექციურად  ხარჯვას.

“წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია.  რადგან  ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ,  როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა  ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების,  გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას” ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა.  გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება , არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს  ჯიბეში იდებს,”- განაცხადა  ხაზარაძემ.

მან ასევე იმ ამომრჩევლებს მიმართა, ვისაც  ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მიიღებენ თუ არა მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას.  

“მინდა იმ ამომრჩეველს მივმართო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. მათი ეს პოზიცია  ქვეყანას ისევ ამ მდგომარეობაში დატოვებს, ან უარესში ჩააგდებს. ამიტომ მოგიწოდებთ, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    getanxmebit kvela moazrovne qartveli da patrioti ardagetanxmeba kite garika batumeli1 da eseti klismcoveli dedamotknulebi romelic sabednierot cotaa magat ojaxebs sheca misham tore bidzosgan eamebat

  2. ანონიმური

    მერე მაგ უნდა მამონასაც. რა, თქვენ ან სხვა,რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში მამონიჩები არ გახდებით, არ გაგხდიან, თუ სპირიდონა სულანჯიას შეეკითხებიან?

  3. bermain bola

    I’m not sure why but this weblog is loading very slow for me.
    Is anyone else having this issue or is it a issue
    on my end? I’ll check back later and see if the problem still exists.

  4. Hai San Mr D

    I am really happy to read this webpage posts which consists
    of lots of valuable data, thanks for providing such data.

  5. მედეა

    ოჰ, პროგნოზი მაგარია, ზეწოლაა საზოგადოებაზე! დ ა ი ღ უ პ ე ბ ა —? ,თუ დ ა ვ ი ღ უ პ ე ბ ი თ?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.