(ვიდეო) – “მამა, მიშველე…” – რას ჰყვება მიშო ახლოურის მამა – “სასწრაფოში სამჯერ დავრეკეთ, ველოდეთ…”

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

„კურიერი“ ავრცელებს გარდაცვლილი და ბრალდებული ძმების მამის პირველ კომენტარს, სადაც ის მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

მარად ახლოური, მამა:

„9 საათზე, კომენდატის საათი რომ იწყებოდა, მოვედი სახლში. მიშიკო იყო ზალაში დივანზე ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და დავიძინე. დაახლოებით 10 საათზე, ხმით მაღვიძებს მიშიკო – მამა, მიშველე, დამჭრაო, იდგა ჩვეულებრივ, მოვიდა საძინებლამდე, თავად გამაღვიძა, კი…

სისხლი რომ დავინახე, სისხლი რომ დავინახე, არ მახსოვს, რა გავაკეთე, წამოვხტი… გიორგი “კუხნიდან” გამოვიდა. “ზალაში” წამოვაწვინეთ. ცუდად ვარ, ცუდად ვარო, იძახდა…

მერე ვგებულობ, გიორგის უთქვამს – მეძინება, ტელევიზორი გამორთე, დილით ადრე ვარ წასასვლელიო. არ ვიცი რა მოხდა, არ გამორთო, თუ რა წაილაპარაკეს…

მერე აუღია დანა, რომ მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი გადაეჭრა, ამ დროს ძაღლმა… მიშიკოს თავისი ძაღლი ჰყავდა… ამ ძაღლზე მოქნეული დანა მოხვდა მიშიკოს…

რაც შევხედე არ იყო ღრმა ჭრილობა, რაც ჩემი თვალით ვნახე…

გიორგი რეკავდა სასწრაფოში, ველოდეთ, ეს განმეორდა სამჯერ. სასწრაფო რომ მოვიდა ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ – გული გადარჩენილია, გულში არ მოხვდაო.

მანდ იყო შემთხვევითი უბედურება, შემთხვევითი უბედურება დაემართა ჩემ ოჯახს… ყველასთან ხდება შელაპარაკება, მაგრამ როგორ ასეთი… არ ყოფილა… შემთხვევით მოხდა, მე მაგაში ვარ დარწმუნებული”

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთავენ წამებულის ქუჩაზე 19 წლის ფეხბურთელი, მიშო ახლოეური საკუთარი ძმის, გიორგი ახლოურის მიერ მოქნეულ დანას ემსხვერპლა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.