მამა გაბრიელ ჩადუნელი რომან გოცირიძეს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძეს გამოეხმაურა მამა გაბრიელ ჩადუნელი.

“მინდა გამოვეხმაურო რომან გოცირიძის მიერ ნათქვამს, ერთჯერადი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა ამ სიტყვით და საზოგადოებაში კამათის საფუძველი გახდა, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ზიარება იმდენად დიდი და წმინდა საიდუმლოა, რომ თუ მაზიარებელი არა ხარ, ძნელია ჩასწვდე ამ საიდუმლოს არსს. საზიარებელი ჭურჭელი და მათ შორის კოვზი, აუცილებელია იყოს ვერცხლის, ან მოოქროვილი ( რაც ერთჯერადი კოვზი ვერ იქნება ასეთი ). თუ რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ვერცხლის ან მოოქროვილი, მიდით ტაძარში, გახდით დედა ეკლესიის ნაწილნი და დამერწმუნეთ, არც კი მოგივათ აზრად მსგავსი საკითხი საკამათო გახადოთ. ვინც მაზიარებელნი ხართ, მოგეცეთ წმინდა ზიარება საკურნებელად სულისა და ხორცისა.”- აცხადებს გაბრიელ ჩადუნელი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გოცირიძე არის ეშმაკის მოციქული ად არც მიკვირს ეს სიბრძნემაგისაგან

  2. ანონიმური

    ეშმაკისეულია და მეტი არაფერი რა

  3. ზურაბი გოჩაშვილი

    ერთჯერადი ფული ხომ გამოუშვა ამ ეშმაკის მსახურმა, მაგ უტვინობაში ამოგხდება სული შე დაღრეჯილო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.