“მალე პირდაპირ ეთერში ეტყვის მოწინააღმდეგეს: ახტა გოჭი, დახტა გოჭი…“ – ლორთქიფანიძე კალაძეზე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რაში გამოიხატება კრიმინალური პოლიტიკური კულტურა?

კრიმინალური პოლიტიკური კულტურა ვლინდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალა ოპონენტების პროვოკაციებს საქმით, არგუმენტირებული მსჯელობით, თანმიმდევრული პროგრამით ვეღარ პასუხობს; როდესაც პოლიტიკურ ძალას აღარ რჩება რესურსი საკუთარი მიღწევებით დააბალანსოს ოპონენტთა კრიტიკა, თუნდაც იაფფასიანი კრიტიკა; როდესაც ოპონენტების განეიტრალების გზა მხოლოდ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაზე გადის.

დააკვირდით კახა კალაძეს! მან ქართულ პოლიტიკაში ნორმად აქცია:

✅ ოპონენტებისთვის ტროლების შესევა და კრიტიკოსთა კიბერბულინგი, ლანძღვა, გინება.
✅ მდაბიო, ცალკბილა ხუმრობები გამოქანებაზე, სამში გრძელზე. მალე პირდაპირ ეთერში ეტყვის მოწინააღმდეგეს: ახტა გოჭი, დახტა გოჭი ….. მისი თვალსაწიერი მეტ გაქანება-გამოქანებას არ აძლევს.
✅ საკრებულოს წევრების მიერ თუნდაც უზრდელი, თავხედი, პროვოკატორი ოპოზიციონერის ათი კაცმაცუნას მიერ ცემა და წიხლქვეშ გაგდება.
✅ თვალი შეავლეთ კალას საკრებულოს: სამბისტები, რომლებიც ორი წელია არ გამოჩენილან არსად, გამოჩნდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპონენტს თავპირი დაალეწეს. არშემდგარი ძველი ბიჭები, რომლებსაც ლაპარაკი არ შეუძლიათ და მხოლოდ ირტყმევინებიან! სამსახურის პერიოდში რომ ლოთობენ, მერე ასისტენტ გოგოებს რომ სცემენ და გაუპატიურებას უპირებენ ეგეთები! ტყვედ ჩავარდნილ კაცსა და მის ოჯახს დედის უკანალს რომ თავზე აფარებენ და მერე ცხინვალის გზას რომ ვერ პოულობენ ეგეთები. კიდევ მის საკრებულოში ნახავთ ათას პარტიაში ნახოხიალებ ხალხსა და მამების ხათრით საკრებულოში შესულ პატარებს. ჰო, ის ქალი არ დაგავიწყდეთ, ლარნახევრად კაცი ორი თვე შეჭამსო, რომ ამბობდა.

❗ გოიმობა არის ამგვარად მართვა, ლ’ -ში და პერანგის ბრენდში კი არ არის საქმე.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    კალაძეს სიტყვებზე ნუ ეკიდებით საქმე დაინახეთ მაგისი გაკეთებული მერე რომ ბრმავდებით

  2. ანონიმური

    ვინც იმსახურებს ზუსტადაც რომ უნდა უთხრას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.