“მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით – აი, ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა” – რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნინი პეტრიაშვილის პოსტს და წერს:

“ეს გოგონა ბრძანდება მკვლელი ვახო ჩიქოვანის ნათესავი, რომელიც კომენტარებში ანის “დასვენებას” განიხილავს თავის თანამოაზრეებთან ერთად.

თუ ასე გაწუხებთ ეს თემა გაგერკვიათ იქნებ ჯერ რატომ იყო ჩემი მამიდაშვილი ბათუმში ჩასული. მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით… არ გამიკვირდება.

და აი ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა ამას რომ წერს თან ასე გრანდიოზულად. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის რაც ჩვენ გამოვცადეთ.

ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ და დავდგებით იმაზე მაგრად, ვიდრე აქამდე, რომ პირველ რიგში თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე. ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ”

ნინი პეტრიაშვილმა, რომელიც სალომე ონაშვილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავია, რამდენიმე საათის წინ, პირად გვერდზე ლინკი გააზიარა, სადაც წერია, რომ ანი შაქარაშვილი ბათუმში ისვენებს.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    მოასვენეთ ეს საწყალი ბიჭის სული

  2. ანონიმური

    როგორ ბინძური მეთოდებით ცდილობს ტელევიზია რეიტინგის მოგროვებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.